იოენსუუ (ფინ.Joensuu; კარ.Jovensuu, ნიშნავს მდინარის შესართავს) — ქალაქი და მუნიციპალიტეტიიოენსუუსქვერეგიონში, ფინეთში. მდეაბრეობს პიუჰიასელკიის ტბის ჩრდილოეთ სანაპიროზე, მდინარე პიელინენის შესართავთან. დაარსდა 1848 წელს. 2023 წლის აღწერის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 77 480 ადამიანს შეადგენს. იოენსუუს ეკონომიკური რეგიონის მოსახლეობა 115 000-ს აღწევს. იგი სიდიდით მე-12 ქალაქია ფინეთში. უახლოესი დიდი ქალაქია კუოპიო, ჩრდილოეთ სავონიაში. 233 კმ-ის დაშორებით მდებარეობს სამხრეთ კარელიის დედაქალაქი ლაპეენრანტა. მუნიციპალიტეტის ფართობი 2 751.07 კმ²-ია. მოსახლეობის სიმჭიდროვე 32.53 ადამიანია 1 კმ²-ზე. მუნიციპალიტეტის ერთადერთი ოფიციალური ენაა ფინური ენა. კუოპიოსთან ერთად იოენსუუ აღმოსავლეთ ფინეთის უმთავრესი ურბანული, ეკონომიკური და კულტურული კერაა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს აღმოსავლეთ ფინეთის უნივერსიტეტი და კარელიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი.