შინაარსზე გადასვლა

ვიკიპედია:საავტორო უფლებები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიპედიის სტატიები ვრცელდება Creative Commons Attribution-Share Alike License 3.0 და GNU Free Documentation License (GNU FDL) ლიცენზიებით.

ქართული ვიკიპედიის მომხმარებელთა მოქმედება საავტორო უფლებებთან დაკავშირებით უნდა ექვემდებარებოდეს შემდეგს:

  • იმ სახელმწიფოს კანონებს, რომელთანაც ქართული ვიკიპედია არის დაკავშირებული (ქართული ვიკიპედიის შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობა) <[4][5]

ვიკიპედიის ლიცენზიის გამოყენება ხელმისაწვდომს ხდის აქ მოთავსებულ ინფორმაციას იმავე პრინციპით, როგორც უფასო პროგრამული უზრუნველყოფა არის თავისუფალი ლიცენზიით. შესაბამისად, ვიკიპედიის მთელი მოცულობა შეიძლება გადაღებულ იქნეს, შეიცვალოს და სხვა წყაროებზე გავრცელდეს იმ პირობით თუ ეს ახალი ვერსიებიც იგივე უფლებებით გავრცელდება სხვებზე და მიუთითებს გამოყენებული ვიკიპედიის სტატიის ავტორებზე (პირდაპირი ბმული ამ სტატიაზე აკმაყოფილებს ჩვენს ავტორის კრედიტის მოთხოვნებს). ამგვარად, ვიკიპედიის სტატიები დარჩება მუდმივად თავისუფალი და მისი გამოყენება შეუძლია ყველას გარკვეული შეზღუდვებით, რომელთა უმრავლესობა ამავე თავისუფლების გარანტის საფუძველია.

ზემოთ ხსენებული მიზნების განსახორციელებლად, ვიკიპედიაში მოთავსებული ტექსტები საზოგადოებისთვის ლიცენზირებულია Creative Commons Attribution-Share Alike License 3.0 (CC-BY-SA-3.0) და GNU Free Documentation License (GFDL) პირობით. ამ ლიცენზიების სრული ტექსტი მოყვანილია ამ გვერდებზე GNU Free Documentation License და Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0.

გარე ტექსტების გამოყენება სტატიებში

გარე ტექსტის განთავსება ქართულ ვიკიპედიაში დაიშვება მხოლოდ ქვემოთ მოყვანილი პირობების შესრულების შემთხვევაში:

  • თუ ეს ტექსტი საზოგადოებრივი საკუთრებაა (როგორც აშშ-ში, ისე წარმოშობის ქვეყანაში);
  • თუ ეს ტექსტი საავტორო უფლებების ობიექტს არ წარმოადგენს (მაგ. რიგ ქვეყნებში ამგვარ ტექსტებად ითვლება ოფიციალური დოკუმენტები, ფოლკლორი, სატრანსპორტო განრიგისა და ტელეპროგრამების აღწერა და მისთ.);
  • თუ თქვენ ხართ ამ ტექსტის ავტორი და თანახმა ხართ მისი გავრცელების, ცვლილებისა და გამოყენების (მათ შორის კომერციული თვალსაზრისით) GFDL და CC-BY-SA 3.0 ლიცენზიების პირობების თანახმად.
  • თუ საავტორო უფლების მფლობელმა მოგანიჭათ უფლება მის გავრცელებაზე, ცვლილებაზე და გამოყენებაზე (მათ შორის კომერციული თვალსაზრისით) GFDL და CC-BY-SA 3.0 ლიცენზიების პირობების თანახმად.

ყურადღება! შეცდომის თავიდან აცილების მიზნით, სასურველია შინაარსის შემოტანამდე გადამოწმდეს საავტორო უფლებების სისწორე არსებულ წყაროებში.

დაშვებულია ფაქტების (ფაქტობრივი ინფორმაციის) სესხება სტატიის ობიექტის შესახებ.

დაშვებულია ციტატის გამოყენება ლიცენზირებული წყაროებიდან.

სქოლიო

იხილეთ აგრეთვე


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.