ესპანეთის სახალხო პარტია
Partido Popular ესპანეთის სახალხო პარტია | |
---|---|
ხელმძღვანელობა | |
ლიდერი | მარიანო რახოი |
ისტორია | |
დაფუძნდა |
9 ოქტომბერი, 1976 (AP) 20 იანვარი, 1989 (PP) |
პოზიციები | |
იდეოლოგია | კონსერვატიზმი, ქრისტიან-დემოკრატია |
საერთაშორისო კავშირები | |
ევროპული აკრედიტაცია | ევროპის სახალხო პარტია |
საერთაშორისო აკრედიტაცია | საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი |
წარმომადგენლობითობა | |
დეპუტატთა კონგრესი |
186 / 350 |
ესპანეთის სენატი |
159 / 261 |
ევროპის პარლამენტი |
23 / 50 |
ფერები | ნარინჯისფერი, ლურჯი |
შტაბ-ბინა | Calle Genova, 13 მადრიდი |
ესპანეთის სახალხო პარტია (ესპ. Partido Popular; PP) - მემარჯვენე-ცენტრისტული ორიენტაციის პოლიტიკური პარტია ესპანეთში, დაარსდა 1976 წლის 9 ოქტომბერს და ეწოდა სახალხო ალიანსი (ესპ. Alianza Popular; AP). მისი პირველი ლიდერი იყო მანუელ ფრაგა. დღევანდელ სახელწოდებას ატარებს 1989 წლის 20 იანვრიდან. მმართველი პარტია იყო 1996-2004 წწ. 1990-2004 წწ პარტიის ხელმძღვანელის და 1996-2004 წწ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა ხოსე მარია ასნარს. 2004 წელს საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება განაპირობა არჩევნებამდე 3 დღით ადრე მადრიდის ქუჩებში მომხდარმა ტერაქტმა. პარტიის ახალ ხელმძღვანელად 2004 წელს აირჩიეს მისი დღევანდელი ლიდერი მარიანო რახოი. პარტია ოპოზიციაში იყო 2004-2011 წლებში. 2008 წლის არჩევნების შედეგად 154 დეპუტატი ჰყავს კორტესში და 24 დეპუტატი ევროპარლამენტში.
2011 წლის არჩევნებში პარტიამ 44.62% ხმით დაიკავა პირველი ადგილი და დეპუტატთა კონგრესში დაიკავა 186 ადგილი[1].
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Partido Popular official site
- Official page of People's Party of Spain on the European People's Party website დაარქივებული 2011-07-20 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ministerio del Interior - Elecciones Generales 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-24. ციტირების თარიღი: 2011-11-21.