შინაარსზე გადასვლა

ებრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ებრო
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
ქალაქები სარაგოსა
ლოგრონიო
ტორტოსა
მირანდა-დე-ებრო
ამპოსტა
ფლიში
სათავე კანტაბრიის მთები ესპანეთი
სიგრძე 910 კმ
აუზის ფართობი 80 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ებრო ვიკისაწყობში

ებრომდინარე ჩრდილო-აღმოსავლეთ ესპანეთში. სიგრძე 910 კილომეტრი, აუზის ფართობი 80 ათასი კმ2. სათავე აქვს კანტაბრიის მთების სამხრეთ კალთებზე. ზღვის დონიდან 850 მეტრზე. ერთვის ხმელთაშუა ზღვას. მთავარი შენაკადებია: მარჯვენა ხალონი, გუადალოპე; მარცხენა - არაგონი, გალიეგო, სეგრე. ზემოთში კვეთს ძველი კასტილიის პლატოს შუაწელში მიედინება არაგონის ვაკეზე გაშლილ ხეობაში. ქვემოთში ვიწრო ხეობით კვეთს კატალონიის მთებს, გადის ზღვისპირა დაბლობზე და ქმნის დელტას. ზღვას არხით უერთდება. ებრო შერეული საზრდოობის მდინარეა. წყალმოვარდნები იცის ზამთარსა და გაზაფხულზე. საშუალო წლიური ხარჯი ქვემოთში (ქალაქ ტორტოსასთან) 618 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად. სანაოსნოა ქალაქ სარაგოსამდე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ებრო&oldid=4292817“-დან