აპიანე
აპიანე ალექსანდრიელი (ბერძ. Ἀππιανὸς Ἀλεξανδρεύς; დაახ. 100 - 180) — ბერძენი ისტორიკოსი, ადმინისტრაციული თანამდებობები ეკავა ალექსანდრიაში, შემდეგ მან რომის მოქალაქეობა მიიღო და რომში გადავიდა, სადაც ჯერ იმპერატორ ტრაიანეს ვექილი იყო, ხოლო მოგვიანებით კი იმპერატორის პროკურორი გახდა. წერა დაიწყო 160 წლამდე. მას ეკუთვნის ნაშრომი „რომის ისტორია“ (Historia Romana) 24 წიგნად. ეს ნაწარმოები ასახავს რომის სახელმწიფოს გაფართოებას, მოთხრობილია იმ პროვინციების შესახებ, რომლებიც იმპერიაში შედიოდა, იმ თანმიმდევრობით, როგორც ისინი დაპყრობილ იყვნენ. ამრიგად ყოველი წიგნი წარმოადგენს სრულ ისტორიას შესაბამის პროვინციაზე და აქვს შესაბამისი სათაური. ჩვენამდე მთლიანად მოაღწია VI-VIII, XI-XVII წიგნებმა, ასევე IX წიგნის მეორე ნახევარმა. აპიანეს ისტორია ფასეული წყაროა, იგი ბევრ ინფორმაციას შეიცავს, ხოლო ზოგი ცნობები მხოლოდ მის წიგნებში არის.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აპიანე. ლექსიკონი "ანტიკური მწერლები"
- აპიანეს ბიოგრაფია (ინგლისურად) დაარქივებული 2008-01-05 საიტზე Wayback Machine.
- აპიანეს ნაწარმოებები
- აპიანე. მითრიდატესთან ომები