შინაარსზე გადასვლა

You Got the Silver

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„You Got the Silver“
სიმღერაროლინგ სტოუნზი
ალბომიდან Let It Bleed
ენა ინგლისური
გამოსვლის თარიღი 5 დეკემბერი, 1969
ჩაიწერა 18 თებერვალი, 1969
ჟანრი
ხანგრძლივობა 2:50
ხმისჩამწერი ლეიბლი Decca Records/ABKCO
ავტორ(ებ)ი ჯეგერი/რიჩარდსი
პროდიუსერი ჯიმი მილერი

You Got the Silver“ — ინგლისური როკ-ჯგუფ როლინგ სტოუნზის სიმღერა ალბომიდან Let It Bleed. იაპონიაში იგი გამოიცა სინგლ „Let It Bleed“-ის b-მხარეზე.

1969 წლის 18 თებერვალს ჩაწერილი სიმღერა „You Got the Silver“ გახდა როლინგ სტოუნზის პირველი ჩანაწერი, რომელშიც გიტარისტი კით რიჩარდსი გამოვიდა ვოკალისტის როლში (იგი იმ დროს უკვე მღეროდა მიკ ჯეგერთან ერთად „Something Happened to Me Yesterday“-ში ალბომებიდან Between the Buttons, Salt of the Earth და Beggars Banquet). რიჩარდსის საკუთარი კომპოზიციებიდან ერთ-ერთი „You Got the Silver“ ეძღვნება ანიტა პოლენბერგთან მაშინდელ ურთიერთობებს.

ეს უკანასკნელი სიმღერაა, რომელიც როლინგ სტოუნზმა ჩაწერა ბრაიან ჯოუნსთან ერთად. ის უკრავს ავტომატურ არფაზე და ის ორიდან მისი ერთ-ერთი გამოჩენაა ალბომზე. ჯგუფმა ასევე ჩაწერა სიმღერის ვერსია ჯეგერის ვოკალით, მაგრამ გადაწყვიტა მისი ორიგინალური ვერსიის გამოშვება.

მასობრივ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

„You Got the Silver“ გამოყენებულია საუნდტრეკის სახით მიქელანჯელო ანტონიონის ფილმ „ზაბრისკი პოინტის“ ერთ-ერთ სცენაში.

პირველად სიმღერა ცოცხლად შესრულდა მხოლოდ 1999 წელს No Security Tour-ის დროს. მოგვიანებით რიჩარდსმა იგი შეასრულა 2006 წელს A Bigger Bang Tour-ის და 2007 წლის ევროპული ტურის დროს. ცოცხალი ჩანაწერი მარტინ სკორსეზეს დოკუმენტური ფილმიდან Shine a Light შეტანილია იმავე დასახელების საკონცერტო ალბომში. ცოცხალი შესრულების დროს კით რიჩარდსი არანაირ ინსტრუმენტზე არ უკრავს.

2005 წელს კავერი სიმღერაზე ჩაწერა ბლუზ-მომღერალმა სიუზენ ტედესკიმ და შეიტანა ალბომში Hope and Desire, ხოლო 2010 წელს — ჯგუფმა Crooked Still ალბომისთვის Some Strange Country.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Eric V. D. Luft (21 September 2009). Die at the Right Time!: A Subjective Cultural History of the American Sixties. Gegensatz Press, გვ. 410. ISBN 978-1-933237-39-8. 
  2. David N. Howard (2004). Sonic Alchemy: Visionary Music Producers and Their Maverick Recordings. Hal Leonard Corporation, გვ. 125. ISBN 978-0-634-05560-7.