შინაარსზე გადასვლა

Rock You Like a Hurricane

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„Rock You Like a Hurricane“
სინგლისკორპიონსი
ალბომიდან Love at First Sting
გამოსვლის თარიღი 1984
ჩაიწერა 1984
ჟანრი მძიმე როკი, მეტალი
ხანგრძლივობა 4:11
ხმისჩამწერი ლეიბლი Mercury
პროდიუსერი დიტერ დირქსი
სკორპიონსი — სინგლების ქრონოლოგია
„No One Like You“
(1982)
Rock You Like a Hurricane
(1984)
„Still Loving You“
(1984)
ალტერნატიული გარეკანი

ესპანური პრომო CD-ის გარეკანი

Rock You Like a Hurricane“ — გერმანული მძიმე მეტალ ჯგუფ სკორპიონსის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა. იგი პირველი სინგლი და მეორე ტრეკია 1984 წლის ალბომიდან Love at First Sting.

სიმღერამ მიაღწია ოცდამეხუთე ადგილს აშშ-ის ბილბორდის ცხელ ასეულში, ხოლო MTV-ს მუდმივ ბრუნვაში ჰქონდა ამ სიმღერის მუსიკალური ვიდეო. ამ ყველაფერმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ალბომის წარმატებას.

2006 წელს მუსიკალურმა ტელეარხმა VH1 ოცდამეთერთმეტე ადგილი მიუჩინა სიმღერას მეტალ სიმღერების საუკეთესო ორმოცეულში,[1] ხოლო 2009 წელს იმავე ტელეარხმა მეთვრამეტე ადგილზე დაასახელა სიმღერა ყველა დროის საუკეთესო მძიმე როკ სიმღერებს შორის.[2] 2010 წლის 15 ნოემბერს იგი დასახელებული იქნა მეოთხე ადგილზე 1980-იანი წლების საუკეთესო საგიტარო რიფებს შორის.[3]

ახალი ვერსია ჩაიწერა 2000 წელს სახელწოდებით „Hurricane“ 2000 ალბომისთვის Moment of Glory, ბერლინის ფილარმონიის ორკესტრის მონაწილეობით. ამდაგვარადვე, მომდევნო წელს გამოშვებულ ალბომში Acoustica შესულ ვერსიას დაარქვეს Hurricane 2001.

სიმღერის ტექსტში ასევე არის მინიშნებები იმ ალბომის სათაურზე, რომელშიც იგი პირველად მოხვდა - Love at First Sting.

სიმღერა პოპულარულ კულტურაში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმები, ტელევიზია და ვიდეო თამაშები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიმღერა Rock You Like a Hurricane რჩება ჩრდილოეთ ამერიკის პოპ კულტურის ნაწილად და გამოიყენება მრავალ შოუებსა და ფილმებში, მათ შორის: Aqua Teen Hunger Force, სიმფსონები, Trailer Park Boys, Jawbreaker, Knocked Up, Little Nicky, The Cleveland Show და Role Models.[4][5] ასევე ხშირად გამოიყენება სატელევიზიო რეკლამებსა და პრომოუშენებში, მათ შორის Blades of Glory, The Iron Giant, Human Weapon და Monsters vs. Aliens.

სიმღერა ფართოდ გავრცელდა რამდენიმე თამაშში, მათ შორის: Grand Theft Auto: Vice City Stories,[6] Guitar Hero III: Legends of Rock,[7] The Simpsons Game[8] და NHL 10.[9]

Rock You Like a Hurricane რეგულარულად გამოიყენება სპორტულ შეჯიბრებებზე, როგორც არაოფიციალური ჰიმნი რამდენიმე გუნდისთვის, მათ შორის: University of Tulsa, Miami Hurricanes, Carolina Hurricanes, Buffalo Sabres (რომელიც იყენებს 2000 წლის ვერსიას ორკესტრთან ერთად) და JYP. 2006 წელს სიმღერამ გამოიწვია კამათი, როდესაც იგი გამოყენებული იქნა Tampa Bay Buccaneers-ის გულშემატკივრების მიერ მატჩზე New Orleans Saints-ის წინააღმდეგ პირველი ტაიმის შემდგომ შესვენებაზე. ეს ფაქტი შეფასებული იქნა, როგორც ცუდი გემოვნება იმ დიდი ზარალის გათვალისწინებით, რომელიც ქარიშხალმა „კატრინამ“ მიაყენა ახალ ორლეანს.

ჩიკაგოს უნივერსიტეტი, Scavenger Hunt იყენებდა სიმღერას 2006 წელს საკუთარ დევიზად.

ჩარტი (1984) პიკური
პოზიცია
საფრანგეთის სინგლების ჩარტი 17
ბრიტანეთის სინგლების ჩარტი 78
აშშ-ის ბილბორდის ცხელი ასეული 25
აშშ-ის ბილბორდის ცხელი მეინსტრიმული როკ ტრეკები 5

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. VH1. (2006-05-01/-04) 40 საუკეთესო მეტალ სიმღერა. VH1. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-03. ციტირების თარიღი: 2010-12-08.
  2. VH1. (5 იანვარი, 2009) ყველა დროის ასი საუკეთესო მძიმე როკ სიმღერა. Stereogum.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-16. ციტირების თარიღი: 24 დეკემბერი, 2009.
  3. მაიკლ რაიტი. (2010-11-15) ყველა დროის ათი საუკეთესო საგიტარო რიფი. gibson.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-17. ციტირების თარიღი: 2010-12-07.
  4. ბილ ოკლი. (2005). კომენტარი Sideshow Bob's Last Gleaming-სთვის, DVD-ზე სიმფსონები: მეშვიდე სეზონი სრულად 20th Century Fox.
  5. ჯეფ რუბინი. (2006-09-29) ინტერვიუ სპაიკ ფორესტერთან. College Humour. ციტირების თარიღი: 2009-01-02.
  6. Rockstar Games. (2006-10-29) Grand Theft Auto: Vice City Stories - Soundtrack. palgn.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-14. ციტირების თარიღი: 2010-09-08.
  7. Activision. Guitar Hero III: Legends of Rock - Soundtrack. ign.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-23. ციტირების თარიღი: 2010-09-08.
  8. Electronic Arts. (2008-01-27) The Simpsons Game - Soundtrack. mp3base.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-28. ციტირების თარიღი: 2010-09-08.
  9. EA Sports. (2009-07-28) NHL 10 - Soundtrack. easports.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-18. ციტირების თარიღი: 2010-09-08.