Epoch Cassette Vision (იაპონ.カセットビジョン) — 8 ბიტიანი მეორე თობისსახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Epoch Co.-ის მიერ 1981 წლის 30 ივლისს. მოგვიანებით Epoch Co.-მა გამოუშვა კონსოლის დაბალფასიანი სახეშეცვლილი ვერსია Cassette Vision Jr.[2], რომელსაც გააჩნდა მოხსნადი კონტროლერი.
ტერმინი cassette (კასეტა) იაპონურად სათამაშო კარტრიჯის სინონიმს წარმოადგენს, რომელსაც კავშირი არ აქვს კომპაქტ-კასეტასთან. მას გაჩნია უჩვეული კონტროლერი — ოთხი ცალი ამობურცული სატრიალა, რომელიც ზედ კონსოლზე არის განთავსებული.[3] თამაშების ბიბლიოთეკა მეტად მწირი იყო — არსებობის ისტორიაში სულ 12 ერთეული თამაში გამოვიდა.[4]
მისი თავდაპირველი ფასი შეადგენდა 13,500 იაპონურ იენას. Cassette Vision იაპონიაში ყველაზე გაყიდვადი კონსოლის პოზიციას იკავებდა,[5] რომელსაც დაახლოებით იაპონური კონსოლების ბაზრის 70 პროცენტი ეკავა (საერთო ჯამში გაიყიდა 400,000 ასლი),[6] მაგრამ Nintendo-ს, Casio-ს და Sega-ს ახალი თაობის სისტემების გამოჩენის შემდეგ Cassette Vision-ის პოპულარობამ შესამჩნევად იკლო. შედეგად 1984 წელს Epoch-მა შეწყვიტა Cassette Vision-ის წარმოება და იმავე წელს სწრაფად წარმოადგინა მორიგი პროდუქტი Super Cassette Vision.