0-იანები
იერსახე
ათასწლეული: | I |
საუკუნე: | ძვ.წ. I – I – II |
ათწლეული: | ძვ. წ. 20-იანები ძვ. წ. 10-იანები ძვ. წ. 0-იანები
– 0-იანები – |
წლები: | 1 · 2 · 3 · 4 5 · 6 · 7 · 8 · 9 |
0-იანი (ნულიანი) წლები, ასევე ცნობილი, როგორც 0-იანები — გრიგორიანული კალენდრის ათწლეული, რომელიც დაიწყო 1 წლის 1 იანვარს და დასრულდა 9 წლის 31 დეკემბერს.
მოვლენები
რომის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტიბერიუსი, ავგუსტუსის ბრძანებით, გერმანიაში აჯანყებას ახშობს (1-5)
- გაიუს კეისარი და ლუციუს აემილიუს პაულუსი კონსულებად დაინიშნენ.
- ქირინიუსი გაიუსის მთავარი მრჩეველი გახდა არმენიაში.
- აქვა ალსიენტას აკვედუკი აშენდა.
- აბრეშუმი გამოჩნდა რომში.
აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იუანშის ერა დაიწყო ჩინეთის ხანის დინასტიაში.
- კონფუცის მისი პირველი სამეფო წოდება მიენიჭა.
- ყოფილი რეგენტი დონ სიანი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.
აფრიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაარსდა აკსუმის სამეფო, თანამედროვე ეთიოპიისა და ერიტრეის ტერიტორიაზე.
- კუშების დედოფალი ამანიშახეტო გარდაიცვალა. მისი ვაჟი, ნატაკამანი კუშების მეფე გახდა.
რომის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაიუს კეისარი ევფრატეზე ხვდება პართიის მეფე ფრაატ V-ს. ქვეყანაში შეჭრის ნაცვლად გაიუსი პართიელებთან სამშვიდობო ხელშეკრულებას დებს, ხოლო პართია ცნობს რომის უფლებებს არმენიაზე.
- პუბლიუს ალფენუს ვარუსი და პუბლიუს ვინიციუსი რომის კონსულები ხდებიან.
აფრიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მავრიტანიის მეფე ჯუბა II გაიუს კეისარს უერთდება სომხეთში, როგორც სამხედრო მრჩეველი. ამ პერიოდში ხვდება ის გლაფირას, კაბადოკიელ დედოფლისწულს, ალექსანდროს იუდეველის ყოფილ ცოლს, და უყვარდება იგი.
აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პირველი ცენზი დასრულდა ჩინეთში ერთი წლის წინ დაწყების შემდეგ: შედეგების მიხედვით მოსახლეობამ თითქმის 60 მილიონი შეადგინა (12 მილიონზე ოდნავ მეტ კომლში). ეს აღწერა ერთ-ერთი ყველაზე აკურატული საყოველთაო აღწერაა ჩინეთის ისტორიაში.
- ჩინეთის მოსახლეობის აღწერის შედეგებით ვიეტნამში ერთი მილიონი მოსახლე დაფიქსირდა.
რომის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავგუსტუსის მმართველოს 10-წლიანი პერიოდით განახლდა.
- ავგუსტუსმა იშვილა საკუთარი შვილიშვილი გაიუს კეისარი, იმ იმედით, რომ ის ტახტის მემკვიდრე გახდებოდა. გაიუსი პროკონსულად დანიშნეს და აღმოსავლეთში გაგზავნეს სპეციალური მისიით.
ევროპა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარბოდმა ხუთი გერმანული ტომი გააერთიანა (შემდგომში სილიზია და საქსონია გახდა), რაც პირდაპირ საშიშროებას უქმნის რომს.
აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეფე იური გოგურიეოელს დედაქალაქი ჯოლბონის ციხიდან გუნგნაეს სიმაგრეში გადააქვს.
რომის იმპერია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- იმპერატორი კეისარ ავგუსტუსი ტიბერიუსს რომში იწვევს და მას საკუთარ მემკვიდრედ და მომავალ იმპერატორად აცხადებს.
- ტიბერიუსი ასევე აცხადებს გერმანიკუსს საკუთარ მემკვიდრედ.
- სექსტუს აელიუს კატუსი კონსული გახდა.
- აგრესიაზე უარის თქმისა და მეგობრობის პაქტს მოაწერეს ხელი რომის იმპერიამ (ტიბერიუსის წარმომადგენლობით) და გერმანიის ტომმა ჩერუსკიმ (მეფე ზეგიმერის წარმომადგენლობით). არმინიუსი და ფლავუსი (ზეგიმერის ვაჟები) რომის არმიაში მოიყვენეს გარე ჯარების მეთაურებად.
- მარკუს პლაუტიუს სილვანუსი აზიის პროკონსულად დანიშნეს.
ახლო აღმოსავლეთი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პართიის მეფე ფრაატაკესი და დედოფალი მუზა მოკლეს. სამეფო გვირგვინი შესთავაზეს ოროდეს III-ს.
- იუდეა და მეზია რომის იმპერიის პროვინციები გახდა.
- ქვირინიუსი სირიის მმართველი გახდა და (იოსებ ფლავიუსის ცნობით) მოსახლეობის აღწერა ჩაატარა.
- თანამედროვე ვისბადენის ადგილას რომაული ციხე აიგო. წაიმოიშვა ქალაქი.
- პანონიასა და დალმაციაში ილირიელები რომის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყდნენ.
- ავგუსტუსმა ჰეროდ არქელაუსი იუდეის ეთნარქის თანამდებობიდან მოხსნა.
- ვონონ I პართიის მეფე გახდა.
- 3 აგვისტო : რომის გენერალი ტიბერიუსი ამარცხებს დალმატიელებს მდინარე ბათინუსთან.
- ილირია რომის პროვინციად იქცა აჯანყების ჩახშობის შედეგად.
- ტევტობურგის ტყის ბრძოლა : მდინარე რაინი დაწესდა საზღვრად ლათინურ- და გერმანულენოვან სამყაროთა შორის, რომის არმიის დამარცხების შემდეგ.
- პანონია (თანამედროვე უნგრეთი) რომის მმართველობის ქვეშ მოექცა.
- ქორწინებების რიცხვისა და მოსახლეობის ზრდისთვის რომში მიიღეს Lex Papia Poppaea, რომლის მიხედვით უკანონოდ იქნა ცნობილი უცოლობა და უშვილო კავშირი.