ჰაოსი
ჰაოსი, ჰაიოსი, ჰაიქი, ჰაი[1] (სომხ. Հայկ) — სომხების ლეგენდარული ეთნარქი და ეპონიმი. მითური სომხეთის პირველი მეფე. თარგამოსის უფროსი ვაჟი, იაფეტის შვილთაშვილი, ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ძმა.
მისი ისტორია აღწერეს მოვსეს ხორენაცმა, ლეონტი მროველმა და სხვა ისტორიკოსებმა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰაოსი, რომელიც იყო თარგამოსის უფროსი ვაჟი დასახლდა მამულში, ხოლო ქართლოსმა და დანარჩენმა ძმებმა გაინაწილეს ჩრდილოეთი მიწები. მოგვიანებით როდესაც ძმები გაძლიერდნენ გადაწყვიტეს გათავისუფლებულიყვნენ ნებროთის უღელისაგან. ნებროთმა შეიტყო რა ძმების განდგომა წარმოემართა მათ დასამორჩილებლად. მრავალი დღის ბრძოლის შემდეგ ნებროთი მოკლულ იქნა ჰაოსისაგან მასისის მთებში.
ნოე | ||||||||||||||||
იაფეტი | ||||||||||||||||
ღამერი | ||||||||||||||||
თარგამოსი | ||||||||||||||||
ჰაოსი | ||||||||||||||||
ჰაოსისგან ნებროთის მოკვლა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო ისტორია არ იცნობს ჰაოსისაგან ნებროთის მოკვლის ფაქტს გარდა ქართული და სომხური წყაროებისა, ხოლო სომხური წყაროებიდან მხოლოდ მოსე ხორანელი აღწერს არა ჰაოსისა და ნებროთის, არამედ ჰაოსისა და ბაალის შერკინებას. მის მიერ სომხეთის ისტორიაში წერია შემდეგი:
ისტორიული წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლეონტი მროველი წერს:
თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვებით:
„ხოლო ჰაოს ძმა ქართლოსისა ნათესავთმთავარი სომეხთა ფლობდა წილსა თვისსა, რომელი მისცა მას მამამან მათმან თარგამოს მასისის მთიდან ვიდრე ასურეთისა საზღვრადმდე.“
|
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 93.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑
„თარგამოს ჰყუანდა რუანი შჳლნი: ჰაი, ქართლ, ბარად, მოვაკ, ლეკ, ჰერ, კავკას და ეგრ.“(„ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა“ - თ. ჟორდანია 1893 წ.)
თარგამოსის შთამომავლობა - ქართლის ცხოვრების მიხედვით
|