ჰაიდერ გირეი
ჰაიდერ გირეი | |
---|---|
Hayder Giray | |
ყირიმის მე-4 ხანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1475 |
მმართ. დასასრული: | 1475 |
წინამორბედი: | მენლი I გირეი |
მემკვიდრე: | ნურ-დევლეთ გირეი |
სულთანი: | მეჰმედ II |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | 1487 |
გარდ. ადგილი: | ბელოოზერო |
დინასტია: | გირეის დინასტია |
მამა: | ჰაჯი I გირეი |
რელიგია: | სუნიტური ისლამი |
ჰაიდერ გირეი (ყირიმ. Hayder Geray, حيدر; გ. — ბელოოზერო, მოსკოვის დიდი სამთავრო, 1487) — ყირიმის ხანი 1475 წელს, სახანოსა და გირეის დინასტიის ფუძემდებლის, ჰაჯი I გირეის მე-2 ვაჟი. მასზე ცოტა ხანს ყირიმი არავის უმართავს (2 თვე).
მის შესახებ ინფორმაცია ძალზედ მწირეა. მემატიანეების ცნობით, პირველად აჯანყდა 1456 წელს, მამის წინააღმდეგ, რის გამოც სახელმწიფო საქმეებს ჩამოაშორეს. მისი უმცროსი ძმის, მენლი I გირეის მმართველობის დროს გამოკეტილი იყო სუდაკში, გენუელთა ციხე-სიმაგრეში. 1475 წელს, ოსმალების შემოსევების დროს თავი დააღწია ტყვეობას და დროებით დაიკავა ყირიმის ტახტი. მისი მმართველობა მხოლოდ 2 თვემდე გაგრძელდა. ჰაიდერი თავისმა ძმამ, ნურ-დევლეთმა ჩამოაგდო ტახტიდან.
ამის შემდეგ ჰაიდერი კიევში გაიქცა და ლიტოვსკის მთავართან ერთად დაგეგმა ყირიმზე გალაშქრება, მაგრამ უშედეგოდ. 1479 წელს მოხვდა მოსკოვში, ივანე III-ის კარზე. ივანემ ჰაიდერი მალევე გადაასახლა ჩრდილო-აღმოსავლეთ რუსეთში, სადაც ცხოვრების უკანასკნელი წლების გატარება მოუწია. გარდაიცვალა 1487 წელს, ბელოოზეროში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Гайворонский Алексей. Созвездие Гераев. — Симферополь, 2003 г.
- Олекса Гайворонский «Повелители двух материков», том 1, Киев-Бахчисарай, 2007 г. ISBN 978-966-96917-1-2
|