წნორი
ქალაქი | |
---|---|
წნორი | |
ჯაბა ლაბაძის ფოტო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სიღნაღის მუნიციპალიტეტი |
კოორდინატები | 41°36′45″ ჩ. გ. 45°58′25″ ა. გ. / 41.61250° ჩ. გ. 45.97361° ა. გ. |
ადრეული სახელები | საქობოსუბანი, წნორისწყალი |
ამჟამინდელი სტატუსი | 1965 |
ცენტრის სიმაღლე | 294 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 4815[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 93,6 % რუსები 1,7 % სომხები 1,6 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 355 |
საფოსტო ინდექსი | 4200 |
წნორი — ქალაქი საქართველოში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში. ქალაქში არის ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. მდებარეობს წმ. ილია მართლის სახელობის ტაძარი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, ზღვის დონიდან 294 მ სიმაღლეზე, სიღნაღიდან 6 კმ, თბილისიდან 120 კმ. წნორში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 12,6 °C, იანვრისა 0,1 °C, ივლისისა 24,4 °C. აბსოლუტური მინიმუმი -25 °C, აბსოლუტური მასიმუმი 40 °C.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1938 წლამდე საქობოსუბანი ეწოდებოდა. ქალაქად გამოცხადდა 1965 წელს. საბჭოთა პერიოდში წნორის საქალაქო საბჭო მოიცავდა სოფლებს ასანური და კვენაკელი. აღნიშნული სოფლები 2002 და 2014 წლის აღწერებში აღარ იხსენიება და უშუალოდ ქალაქთანაა შეერთებული. წნორი სარკინიგზო მიმოსვლით დაკავშირებული იყო თბილისთან და თელავთან, ქალაქში იყო რკინიგზის სადგური, თუმცა ამჟამად სადგური უმოქმედოა.[2] 1981-1993 წლებში მოქმედებდა წნორი-სიღნაღის საბაგირო გზა (სიგრძე 4460 მ), მოქმედებდა ღვინის, საკონსერვო, რძის, კარაქის, ლუდის და ლიმონათის ქარხნები, მეფრინველეობის და მეცხოველეობის კომპლექსები.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2023 წლის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობს 4796 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
1939[3] | 1789 | -- | -- |
1959[3] | 6010 | -- | -- |
1970[3] | 2809 | -- | -- |
1979[3] | 2517 | -- | -- |
1989[4] | 2912 | -- | -- |
2002[4][5] | 6066 | -- | -- |
2014[1] | 4815 | 2251 | 2564 |
2019[3] | 4767 | -- | -- |
2020[3] | 4746 | -- | -- |
2021[3] | 4771 | -- | -- |
2023[3] | 4796 | -- | -- |
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 341.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ Tsnoris-Tskali former Railway Station (ინგლისური)
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 3.7 Georgian City Population.
- ↑ 4.0 4.1 საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.
- ↑ ქ. წნორის მოსახლეობის რიცხოვნობის მკვეთრი ზრდა განპირობებულია ქალაქის საკრებულოსათვის დაქვემდებარებული ორი სოფლის — ასანურისა და კვენაკველის მიერთებით. (საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის შედეგბი, ტომი I. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-09-28. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2016.)
|
|