ჩანკილიო
ჩანკილიო – მონუმენტური არქეოლოგიური კომპლექსი პერუს სანაპირო ზოლში, კასმას ხეობაში, ანკაშის რეგიონში. ნანგრევები მოიცავს ჩანკილიოს ციხე-სიმაგრეს, მზის ობსერვატორია „ოცდამეათე კოშკს“ და სხვა მიმდებარე ტერიტორიას. ეს ობსერვატორია სავარაუდოდ ძვ. წ. IV საუკუნეს მიეკუთვნება. კომპლექსი მოიცავს 4 კვადრატულ კილომეტერს.
ვარაუდს, რომ ეს ობიექტი მართლაც მზის საკვლევ ობსერვატორიას წარმოადგენდა, მრავალი ფაქტი ადასტურებს. ობსერვატორიის მიმართულება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, დაბალი ბორცვის გასწვრივ, მასიურად დანაწევრებულია, დატოვებულია შუალედები, რომლებიც ე.წ. „კბილებიანი ჰორიზონტის“ შთაბეჭდილებას ტოვებს. როგორც ჩანს, ამ მეთოდით მზეს აკვირდებოდნენ, რაც ერთგვარი კალენდრის როლსაც თამაშობდა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Towers point to ancient Sun cult, BBC
- პერუს სანაპირო ზოლის ადრეული მონუმენტური არქიტექტურა
- Yale University article: Peruvian Citadel is Site of Earliest Ancient Solar Observatory in the Americas and slide show დაარქივებული 2008-05-13 საიტზე Wayback Machine.
|