ქორწილი
იერსახე
ქორწილი — ქორწინების აღმნიშვნელი წეს-ჩვეულება. ქორწილი სხვადასხვა ხალხებში განვითარების სხვადასხვა საფეხურზე განსხვავებულად აღინიშნებოდა. პატრიარქატისა და მონოგამიური ქორწინების დამკვიდრების შემდეგ ქორწილის რიტუალი რთული და მრავალფეროვანი გახდა. მასში დიდ როლს ასრულებდა რელიგია. რიტუალის არსებით ნაწილს შეადგენს პატარძლის გადაყვანა ქმრის ოჯახში. რიტუალის ამ აქტისთვის ნიშანდობლივია ურთიერთდასაჩუქრება და ლხინი. ქართული ქორწილის არსებითი ნაწილები იყო შუაცეცხლის ირგვლივ ნეფე-დედოფლის მიერ სამჯერ შემოვლა და ჯვრისწერა. თანამედროვე საზოგადოებაში ქორწილების ძველი რიტუალები თანდათან კარგავენ მნიშვნელობას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ითონიშვილი, ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 551.
- ითონიშვილი, ვ. ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბილისი, 1960
- ჯავახიშვილი, ივ. ქართული სამართლის ისტორია, წიგნი 1, ტფილისი, 1928