შინაარსზე გადასვლა

ქნაფი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქნაფი (არაბ. كنافة) — ტრადიციული არაბული დესერტი. მზადდება ვერმიშელის მსგავსი ცომის ნაწარმით, სახელად ქადაიფი,[1][2] რომელიც ამოვლებულია შაქრის სიროფში (ჰქვია კატარი), და როგორც წესი, მოყრილი/მოსხმული აქვს ყველი ან სხვა ინგრედიენტი, მაგალითად, სქელი ნაღები, ფსტა ან თხილი (რეგიონის მიხედვით).[3] პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში.[4][3][5][6][7][8] თურქეთში მას Künefe-ს უწოდებენ.

არაბულად ეს სახელწოდება შეიძლება აღნიშნავდეს როგორც თავად ცომს, ისე მთელ დესერტს. თურქულად ცომი ცნობილია როგორც tel kadayıf, ხოლო ყველით დამზადებული დესერტი, რომელშიც ამ ცომს იყენებს — künefe. ბალკანეთში მსგავსი ცომი ცნობილია როგორც kadaif/cataif, საბერძნეთში, როგორც kadaifi, და წარმოადგენს სხვადასხვა კერძის მთავარ შემადგენელს.

  1. „Cheese pastry (künefe)“.
  2. Tel kadayıf hamuru tarifi.
  3. 3.0 3.1 Davidson, Alan (2014) The Oxford Companion to Food. Oxford University Press, გვ. 33, 661–662. ISBN 9780199677337. 
  4. Knafeh en.
  5. Food, Cuisine, and Cultural Competency for Culinary, Hospitality, and Nutrition Professionals (en). 
  6. Classic Palestinian Cuisine (en). 
  7. At the Table: Food and Family around the World: Food and Family around the World (en). 
  8. Desserts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-20. ციტირების თარიღი: 2024-03-02.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქნაფი“-დან