ტრაქიტი
ტრაქიტი | |
---|---|
ტრაქიტი | |
ცნობები | |
ტიპი | მაგმური ქანი |
შედგენილობა | ანორთოკლაზი სანიდინი პლაგიოკლაზი და სხვა |
შეფერილობა | მონაცრისფრო-თეთრი, ნაცრისფერი, მოვარდისფრო, ან მოყვითალო და მოყავისფრო |
გამოიყენება | მშენებლობაში |
ტრაქიტი (ბერძ. trachуs — მქისე, ხორკლიანი) — კაინოტიპური ეფუზიური, ჩვეულებრივ, პორფირული ქანი. ვულკანურ მინაში ჩართული პორფირული გამონაყოფები და მიკროლითები, ჩვეულებრივ, წარმოადგენს სანიდინს, ნაკლები რაოდენობით — საშუალო და მჟავა პლაგიოლაზს, ბიოტიტს, პიროქსენს ან ამფიბოლს. ტრაქიტი ვულკანური ამოფრქვევის პროდუქტია. აქვს მონაცრისფრო-თეთრი, ნაცრისფერი, მოვარდისფრო, ან მოყვითალო და მოყავისფრო ფერი. სიმყარე სუსტი აქვს, აქედან გამომდინარე ადვილად ექვემდებარება გამოქარვას.
არსებობს ტრაქიტის შედგენილობის მქონე ვულკანური მინა და პემზა. ტრაქიტი — სიენიტის ეფუზიური ანალოგია. შედარებით იშვიათი ქანია. ტრაქიტის ადგილმდებარეობა გამოვლინებულია: კავკასიაში, კარპატებში, საფრანგეთში, ჩრდილოეთ იტალიაში, ჩეხეთში, ბელარუსში, ჰავაის კუნძულებზე და სხვა. გამოიყენება მშენებლობაში, მათ შორის დეკორატიული მიზნებისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 43.