შინაარსზე გადასვლა

ტირუვანანტაპურამი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
ტირუვანანტაპურამი
მალიალამი. തിരുവനന്തപുരം
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 8°29′15″ ჩ. გ. 76°57′09″ ა. გ. / 8.48750° ჩ. გ. 76.95250° ა. გ. / 8.48750; 76.95250
ფართობი 214.86 კმ²
ცენტრის სიმაღლე 10±1 მეტრი
ოფიციალური ენა მალაიალამური ენა[1] და ინგლისური ენა
მოსახლეობა 743 691 (2011)[2]
სასაათო სარტყელი UTC+05:30[3]
სატელეფონო კოდი 0471
საფოსტო ინდექსი 695001
ტირუვანანტაპურამი — ინდოეთი
ტირუვანანტაპურამი

ტირუვანანტაპურამი (ინგლ. Thiruvananthapuram, ყოფილი ტრივანდრუმი, ინგლ. Trivandrum) ― ინდოეთის შტატ კერალის დედაქალაქი. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობა 957 730 ადამიანს შეადგენს და პირველ ადგილზეა შტატის მასშტაბით.[4] ურბანული აგლომერაციის მოსახლეობა 1.68 მილიონ ადამიანამდე იზრდება.[5] ტირუვანანატაპურამი ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში. იგი საინფორმაციო ტექნოლოგიების მთავარი კერაა კერალაში. 2016 წლის მონაცემებით შტატის პროგრამული უზრუნველყოფის ექსპორტის 55% სწორედ ტირუვანანტაპურამზე მოდის.[6][7] მაჰათმა განდიმ მას „ინდოეთის მარადმწვანე ქალაქი“ უწოდა.[8][9]

დღევანდელი ტირუვანანატაპურამის ტერიტორიას აის დინასტია მართავდა, რომელიც ჩერას დინასტიის ქვეშევრდოები იყვნენ.[10] XII საუკუნეში რეგიონი ვენადის სამეფომ დაიპყრო.[10] XVIII საუკუნეში მართანდა ვარმამ ტერიტორიები გააფართოვა, ტრავანკორის სამეფო დააარსა და ტირუვანანტაპურამი მის დედაქალაქად გამოაცხადა.[11] 1755 წელს პურაჯადის ბრძოლაში კოჟიკოდეს ძლევამოსილი ზამორინის დამარცხების შემდეგ ტავანკორე კერალაში ყველაზე ძლიერი სამეფო გახდა.[12] 1947 წელს ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ტირუვანანტაპურამი ტრავანკორე-კოჩინის შტატის დედაქალაქი გახდა, ხოლო 1956 წელს ახლადშექმნილი კერალის შატის დედაქალაქად გამოცხადდა.[13]

ტირუვანანტაპურამი ცნობილი აკადემიური და კვლევითი კერაა. ქალაქში მდებარეობს: კერალის უნივერსიტეტი, აბდულ კალამის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ინდირა განდის ეროვნული ღია უნივერსიტეტი და მრავალი სკოლა და კოლეჯი. ტირუვანანატაპურამში მდებარეობს მრავალი კვლევითი ცენტრიც, როგორებიცაა: დისციპლინათაშორისი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული ინსტიტუტი, კოსმოსის კვლევის ინდური ორგანიზაციის ვიკრამ სარაბჰაის კოსმოსური ცენტრი, კოსმოსის მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების ინდური ინსტიტუტი, დედამიწის მეცნიერებათა კვლევების ეროვნული ცენტრი და სამეცნიერო განათლებისა და კვლევების ინდური ინსტიტუტი.[14]

ტირუვანანტაპურამი შვიდ ბორცვზეა აგებული.[15] მდებარეობს ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე ჩრდ. განედის 8.5°-სა და აღმ. გრძედის 76.9°-ზე, ინდოეთის კონტინენტური ნაწილის სამხრეთ წვერთან.[16] ქალაქი ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზეა განლაგებული. დასავლეთიდან ლაკადივის ზღვა ესაზღვრება, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთი გატები. ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 4.9 მეტრია.[17] ინდოეთის გეოლოგიური სამსახური ქალაქს სეისმური აქტივობის III ზონას მიაკუთვნებს.[18] ტირუვანანტაპურამი მდინარეების, კარამანასა და კილის, სანაპიროებზე მდებარეობს. ქალაქის შუა ნაწილში მუქი ყავისფერი თიხნარი ლატერიტული ნიადაგია, ფოსფატების მაღალი შემცველობით. ლატერიზაცია უხვი ნალექისა და ტენიანი პირობებითაა გამოწვეული. ქალაქის დასავლეთ სანაპირო რეგიონებში ქვიშიანი თიხნარი ნიადაგია, ხოლო ბორცვიან აღმოსავლეთ ნაწილში გრანიტული წარმოშობის მდიდარი მუქი ყავისფერი ნიადაგია.[19]

ტირუვანანტაპურამის კორპორაციის ფართობი 214.86 კმ²-ია.[4] 2011 წლის მონაცემებით, კიდევ უფრო ფართო ტირუვანანტაპურამის მეტროპოლიური ტერიტორია ამ კორპორაციას, სამ მუნიციპალიტეტსა და 27 პანჩაიატს მოიცავს.[20] ინდოეთის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში მდებარეობის გამო ქალაქს სამხედრო ლოგისტიკური და სამოქალაქო საავიაციო თვალსაზრისით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონისთვის.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ქალაქი ტროპიკული სავანისა (Aq) და ტროპიკული მუსონური კლიმატის (Am) სარტყელშია მოქცეული. შედეგად, სეზონები ნალექიანობასთანაა დაკავშირებულია და არა ― ტემპერატურასთან. საშუალო მაქსიმალური ტემპერატურა 34°C-ია (93 °F), ხოლო საშუალო მინიმალური ტემპერატურა ― 21 °C (70 °F). ტენიანობის მაჩვენებელი მაღალია და მუსონების სეზონის დროს 90%-მდე იზრდება.[21] ტირუვანანტაპურამი ერთ-ერთი პირველი ქალაქია სამხრეთ-დასავლეთ მუსონის გზად და უხვი ნალექები ივნისის დასაწყისშივე იწყება. ქალაქში ყოველწლიურად უხვი ნალექი მოდის (დაახლოებით 1835 მმ). ქალაქში წვიმები ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონის დროსაც გრძელდება, რომელიც ოქტომბერში იწყება. მშრალი სეზონი დეკემბრიდან იწყება. ყველაზე დაბალი ტემპერატურა, 17.8 °C (64.0 °F), 1974 წლის 6 იანვარს დაფიქსირდა, ხოლო უმაღლესი ტემპერატურა ― 38.2 °C (100.8 °F), 2019 წლის 21 თებერვალს.[22]

ჰავის მონაცემები — ტირუვანანტაპურამი (1991–2020)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 36.0 38.2 37.7 38.0 36.7 35.8 34.0 34.6 35.4 35.2 34.8 35.5 38.2
საშუალო მაქსიმალური °C 34.4 34.8 35.4 35.1 34.6 32.8 32.1 32.3 33.0 32.8 33.1 34.1 35.9
საშუალო მაღალი °C 32.4 32.8 33.5 33.3 32.6 30.4 30.1 30.3 30.9 30.9 31.0 32.0 31.7
საშუალო დღიური °C 27.4 27.8 28.9 29.2 28.9 27.1 26.7 26.9 27.2 27.2 27.1 27.3 27.6
საშუალო დაბალი °C 22.3 22.9 24.3 25.1 25.1 23.8 23.3 23.4 23.5 23.5 23.2 22.6 23.6
საშუალო მინიმალური °C 20.2 20.9 22.1 23.0 22.6 22.0 21.7 21.8 22.1 22.1 21.6 20.3 19.7
რეკორდულად დაბალი °C 17.8 18.1 20.2 20.0 20.1 20.0 20.2 18.2 20.8 20.1 18.9 18.2 17.8
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 17.9 21.7 30.6 122.3 213.8 307.8 185.2 161.0 196.7 297.2 212.8 68.4 1 835,3
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.9 1.4 2.2 6.9 9.1 16.0 13.3 9.9 10.4 13.0 9.8 4.0 96.9
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 64 63 66 73 75 80 79 77 77 80 78 69 73
ცვრის წერტილის საშუალო °C 21 22 23 24 24 24 24 24 24 24 24 23 23
საშუალო თვიური მზიანი საათები 260.4 248.6 254.2 201.0 192.2 129.0 136.4 164.3 180.0 173.6 165.0 217.0 2 321,7
საშუალო დღიური მზიანი საათები 8.4 8.8 8.2 6.7 6.2 4.3 4.4 5.3 6.0 5.6 5.5 7.0 6.4
საშუალო UV ინდექსი 11 12 12 12 12 12 12 12 12 12 11 10 12
წყარო 1: India Meteorological Department (sun 1971–2000)[23][22][24] Time and Date (dewpoints, 2005-2015)[25]
წყარო 2: Tokyo Climate Center (mean temperatures 1981–2010)[26] Weather Atlas[27]
Others include სიქიზმი, ბუდიზმი & სხვა რელიგიები (0.06%)
რელიგია ტირუვანანტაპურამში (2011)[28]
რელიგია წილი
ინდუიზმი
  
68.51%
ქრისტიანობა
  
16.79%
ისლამი
  
13.77%
უარი პასუხზე
  
0.85%
სხვა
  
0.09%

2011 წლის ეროვნული ცენზის მიხედვით, ტირუვანანტაპურამის კორპორაციის მოსახლეობა 957 730 ადამიანს შეადგენს.[4] ქალაქის მოსახლეობის სიმჭიდროვე 4 454 ადამიანია 1 კმ²-ზე.[4] ურბანული აგლომერაციის მოსახლეობა 1 687 406 ადამიანს უდრიდა.[5] სქესობრივი თანაფარდობა: 1 040 ქალი 1 000 კაცზე, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს აღემატება.[4] ტირუვანანტაპურამში წერა-კითხვის ცოდნის დონე 93.72%-ს უდრის,[29] რაც საშუალო მაჩვენებელზე (74%) მაღალია.[30]

დამატებითი საკითხავი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Official Language(Legislative) Commissionოფიციალური საიტი.
  2. Thiruvananthapuram City Census 2011 dataმოსახლეობის აღწერა.
  3. Thiruvananthapuram City Mapგეოგრაფიული რუკა.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Thiruvananthapuram Corporation General Information. Corporation of Thiruvananthapuram. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი 2023.
  5. 5.0 5.1 Urban Agglomerations/Cities having population 1 million and above. Ministry of Home Affairs, Government of India. ციტირების თარიღი: 9 July 2018
  6. Kerala Economic Review. Kerala State Planning Board. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ივლისი 2020. ციტირების თარიღი: 1 March 2018
  7. „Kunhalikutty to lay foundation stone for Technopark tomorrow“. Technopark. 24 February 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აპრილი 2023. ციტირების თარიღი: 15 დეკემბერი 2023.
  8. Thiruvananthapuram India. Destination 360. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2016. ციტირების თარიღი: 18 June 2010
  9. History – Official Website of District Court of India. District Courts. ციტირების თარიღი: 18 May 2017
  10. 10.0 10.1 Sreedhara Menon, A (2011) Kerala History and its Makers. D C Books, გვ. 35. ISBN 9788126437825. 
  11. Boland-Crewe, Tara; Lea, David (2003) The Territories and States of India (en). Routledge. ISBN 9781135356255. 
  12. Shungoony Menon, P. (1878) A History of Travancore from the Earliest Times (pdf) (en), Madras: Higgin Botham & Co., გვ. 162–164. 
  13. Abram, David; Edwards, Nick (2003) The Rough Guide to South India. Rough Guides, გვ. 306. ISBN 9781843531036. 
  14. Thiruvananthapuram: One of the South's Hottest IT Hubs-DQWeek (23 April 2015). ციტირების თარიღი: 20 December 2017
  15. (2005) The Rough Guide to South India. Rough Guides, გვ. 261. ISBN 978-1-84353-103-6. 
  16. Thiruvananthapuram, India Page. Falling Rain Genomics, Inc. ციტირების თარიღი: 19 March 2008
  17. Rainfall Stations in India. Indian Institute of Tropical Meteorology (Pune). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 იანვარი 2009. ციტირების თარიღი: 18 June 2010
  18. Geological Survey of India. Seismic zoning map of India [map]. დაარქივებული 15 May 2013[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  19. Soil types in Kerala. Kerala Agriculture. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 17 May 2017
  20. List of Urban Agglomerations of 2011 Census. Government of Kerala. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 დეკემბერი 2020. ციტირების თარიღი: 17 May 2017
  21. Thiruvananthapuram Climate. Weatherbase. ციტირების თარიღი: 25 August 2006
  22. 22.0 22.1 Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 29 February 2020
  23. Station: Thiruvananthapuram Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 739–740. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 29 February 2020
  24. Table 3 Monthly mean duration of Sun Shine (hours) at different locations in India. Daily Normals of Global & Diffuse Radiation (1971–2000). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 1 March 2020
  25. Climate & Weather Averages in Thiruvananthapuram, Kerala, India. Time and Date. ციტირების თარიღი: 19 July 2022
  26. Normals Data: Thiruvananthapuram – India Latitude: 8.48°N Longitude: 76.95°E Height: 59 (m). Japan Meteorological Agency. ციტირების თარიღი: 29 February 2020
  27. Climate and monthly weather forecast Thiruvananthapuram, India. Weather Atlas. ციტირების თარიღი: 13 June 2022
  28. Population by Religious Community. Census of India. ციტირების თარიღი: 28 March 2018
  29. Provisional Population Totals, Census of India 2011. ციტირების თარიღი: 5 December 2017
  30. Population census 2011. Census of India 2011, Government of India. ციტირების თარიღი: 6 December 2011