შინაარსზე გადასვლა

ტენმუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმპერატორი ტენმუ
天武天皇
იაპონიის მე-40 იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 673
მმართ. დასასრული: 686
წინამორბედი: კობუნი
მემკვიდრე: ძიტო
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 631
გარდ. თარიღი: 1 ოქტომბერი, 686
მამა: ძიომეი
დედა: კოგიოკუ

იმპერატორი ტენმუ (იაპონ. 天武天皇; დ. 631 — გ. 1 ოქტომბერი, 686) — იაპონიის მე-40 იმპერატორი[1] მემკვიდრეობის ტრადიციული წესის მიხედვით.[2] ტენმუ ქვეყანას 672 წლიდან 686 წლამდე მართავდა.[3]

ტენმუ იმპერატორ ძიომეის და იმპერატორ საიმეის უმცროსი შვილი და იმპერატორ ტენძის ძმა იყო. მისი დაბადების სახელი პრინცი იოამა იყო. ის ტახტზე იმპერატორ ძიტოს შემდეგ ავიდა, რომელიც მისი ძმისშვილიც იყო და მეუღლეც. მისი უფროსი ძმის, იმპერატორ ტენძის მმართველობის დროს, ტენმუ იძულებული იყო დაქორწინებულიყო იმპერატორის რომელიმე ქალიშვილზე, რათა განემტკიცებინა პოლიტიკური კავშირი ძმასთან. ძმისშვილებიდან მან პრინცესა უნონოსარარა აირჩია, რომელიც დღეს იმპერატორის მეუღლე ძიტოს და პრინცესა იოტას სახელით არის ცნობილი. ტენმუს ძიტოს გარდა სხვა მეუღლეებიც ჰყავდა, რომელთა მამებიც სასახლის კარზე გავლენიანები იყვნენ.

ტენმუს ბევრი შვილი ჰყავდა, რომელთა შორისაც იყვნენ კრონპრინცი კუსაკაბე (პრინცესა უნონოსარარას შვილი), პრინცი იოცუ და პრინცესა იოკუ (პრინცესა იოტას შვილები, რომლის მამაც ასევე იმპერატორი ტენძი იყო) და პრინცი ტონერი, რომელიც ნიჰონშოკის ავტორი და იმპერატორ ძუნინის მამა იყო. ტენმუს ორი ვაჟი იმპერატორი, ხოლო ორი ქალიშვილი იმპერატორის მეუღლე გახდა. იმპერატორი შიოტოკუ მისი უკანასკნელი შთამომავალი იყო.

ტენმუს ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი ცხოვრების შესახებ მხოლოდ ნიჰონშოკიში წერია, თუმცა ამ წიგნის ავტორი მისი ვაჟი პრინცი ტონერი, რომელმაც ნაწარმოები მამის და დედის მმართველობის დროს დაწერა, რაც ეჭვს ბადებს მის სინამდვილესა და მიუკერძოებლობაში.

ტენმუ პატარა იყო, როდესაც მამა გარდაეცვალა, რის შემდეგაც მის აღზრდა-განათლებაზე დედამისი, იმპერატორი საიმეი ზრუნავდა. ის არ განიხილებოდა ტახტის მემკვიდრედ, რადგან კრონპრინცი მისი უფროსი ძმა ტენძი იყო, ხოლო ქვეყანას იმპერატორის ქვრივი საიმეი მართავდა. ტენძის ტახტზე ასვლის შემდეგ, ტენმუ გახდა მემკვიდრე, რადგან ტენძის ვაჟები არ იყვნენ პოლიტიკურად შესაფერისი მემკვიდრეები. ტენძი ეჭვობდა, რომ ტენმუ ზედმეტად ამბიციური იყო, რის გამოც საჭიროდ მიიჩნია განემტკიცებინა პოლიტიკური პოზიცია ნათესაური ქორწინებით.

ტენძი ძალაიან აქტიურად აუმჯობესებდა სამხედრო ინსტიტუტებს, რომლებიც ტაიკას რეფორმების დროს ჩამოყალიბდა.[4]

ღრმად მოხუცებულს, ტენჯის კანონიერი მეუღლისგან შეეძინა პრინცი იოტომო. მას შემდეგ, რაც იოტომოს სუსტი პოლიტიკური კავშრიები ჰქონდა დედის ნათესავებისგან, რის გამოც არავინ მიიჩნევდა მას ტახტის რეალურ მემკვიდრედ, იმის მიუხედავად, რომ იმპერატორს საბოლოოდ ჰქონდა გადაწყვეტილი მისი ტახტზე აყვანა.

671 წელს ტენმუმ თავი საფრთხეში იგრძონო და უარი თქვა კრონპრინცობაზე, რათა გამხდარიყო მღვდელი. ის განმარტოების მიზეზით, გადასახლდა იოშინოს მთებზე, იამატოს პროვინციაში. თავისთან 2 ვაჟი და მისი ერთ-ერთი მეუღლე, პრინცესა უნონოსარარა წაიყვანა. თუმცა დანარჩენი ცოლები მან დედაქალაქში დატოვა.

ერთი წლის შემდეგ, ტენძი გარდაიცვალა და პრინცი იოტომო ტახტზე ავიდა როგორც იმპერატორი კობუნი. ტენმუმ შეკრიბა ჯარი და იოშინოდ აღმოსავლეთით დაიძრა, რათა შეეტია ომიკოს დედაქალაქისთვის. მათ დალაშქრეს იამატოს, იგას და მინოს პროვნიციები. ტენმუს არმია და ახალგაზრდა იმპერატორის ჯარი ერთმანეთს მინოს პროვინციის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში შეებრძოლა. ტენმუს არმიამ გაიმარჯვა, ხოლო კობუნმა თავი მოიკლა.

675 წელს იმპერატორმა ტენმუმ აკრძალა ცხოველის ხორცის ჭამა (ცხენის, საქონლის, ძაღლის, მაიმუნის და ფრინველების), რაც ბუდიზმის გავლენით იყო გამოწვეული.[5]

ტენმუს საგარეო პოლიტიკური ურთერთობა ჰქონდა კორეულ სამეფო სილასთან, რომელმაც 676 წელს მთელი კორეის ნახევარკუნძული დაიკავა. კორეის გაერთიანების შემდეგ, ტენუმ დაარღვია დიპლომატიური ურთიერთობა ჩინეთის ტანის დინასტიასთან, იმ მიზეზით, რომ მხარი დაეჭირა სილას სამეფოსთვის.

მეუღლეები და შვილები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმპერატორის მეუღლე პრინცესა უნონოსარარა

  • პრინცი კუსაკაბე

ჰი პრინცესა ოტა

  • პრინცესა იოკუ
  • პრინცი იოცუ

ჰი პრინცესა იოე

  • პრინცი ნაგა
  • პრინცი იუგე

ჰი პრინცესა ნიიტაბე

  • პრინცი ტონერი

ბუნინი ფუჯივარა ნო ჰიკამინოირაცუმე

  • პრინცესა ტაჯიმა

ბუნინი სოგა ნო იონუნოირაცუმე

  • პრინცი ჰოზუმი
  • პრინცესა კი
  • პრინცესა ტაკატა

ბუნინი ფუჯივაანო იოენოირაცუმე

  • პრინცი ნიიტაბე

სასახლის კარის ქალბატონი ნუკატა ნო იოკიმი

  • პრინცესა ტიოჩი

სასახლის კარის ქალბატონი მუნაკატა ნო ამაკონოირაცუმე

  • პრინცი ტაკეჩი

სასახლის კარის ქალბატონი შიშიჰიტო ნო კაჯიჰიმენოირაცუმე

  • პრინცი ოსაკაბე
  • პრინცესა ჰაცუსებე
  • პრინცესა ტაკი
  • პრინცი შიკი
  1. Imperial Household Agency (Kunaichō): 弘文天皇 (39)
  2. Ponsonby-Fane, Richard. (1959). The Imperial House of Japan, p. 53.
  3. Titsingh, Isaac . (1834). Annales des empereurs du japon, pp. 55–58 Google წიგნებში; Brown, Delmer M. (1979). Gukanshō, pp. 268–269.
  4. Asakawa, Kan'ichi . (1903). The Early Institutional Life of Japan, p. 313.
  5. Hisao Nagayama. 「たべもの江戸史」 新人物往来社, 1976. ISBN 4309473105 p. 66. 『、「牛馬犬猿鶏の宍(肉)を食うことなかれ」の殺生禁断の令は有名拍車をかけたのが仏教の影響である。』