სიროკო
იერსახე
სიროკო (იტალ. sirocco < არაბ. შარკ – აღმოსავლეთი) — სამხრეთის ან სამხრეთ-აღმოსავლეთის თბილი, ძლიერი ქარი, რომელიც უმთავრესად ქრის ხმელთაშუა ზღვის აუზში და უბერავს ჩრდილოეთ აფრიკის შიგა რაიონებისა და არაბეთის ნახევარკუნძულის უდაბნოებიდან. ხმელთაშუა ზღვაზე გადასვლის დროს სიროკო იძენს სინოტივეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ევროპის ხმელთაშუაზღვისპირეთის მრავალ ადგილას მაინც აჭკნობს მცენარეებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 388.