შინაარსზე გადასვლა

სავანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სავანა (მრავალმნიშვნელოვანი).
სავანების გავრცელების აერალი

სავანა (ესპ. sabana, ნასესხებია კარიბის ინდიელთა ენიდან) — ტროპიკული და სუბტროპიკული მცენარეულობის ტიპი. შექმნილია ქსეროფილური ბალახნარით (ბალახოვანი სავანა), რომლის ფონზე ეულად ან ჯგუფურად გაფანტულია უპირატესად ფოთოლმცვივანი მერქნიანი მცენარეები — ხეები (ხეებიანი სავანა) და ბუჩქები (ბუჩქებიანი სავანა). სავანის მცენარეები შეგუებულია ხანგრძლივ გვალვას – ფოთლები უხეშია, შებუსული, ხშირად რედუცურებული, ხეების ქერქი სქელია და სხვა. ბალახებს შორის ჭარბობს მარცვლოვანები, რომელთა სიმაღლე ზოგჯერ 3-5 მ აღწევს. ხეები სავანაში მეტწილად ტანდაბალია, ქოლგისებური ვარჯი აქვთ. ზოგიერთი მათგანი (ბაობაბი, ბოთლის ხე და სხვა) წყალს ღეროში იმარაგებს. სამხრეთ ამერიკაში სავანას კამპოსს (ბრაზილია, არგენტინა, პარაგვაი, ურუგვაი) და ლიანოსს (უმთავრესად ორინოკოს აუზი) უწოდებენ.