ოცელოტი
ოცელოტი | |||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||||
| |||||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||||
Leopardus pardalis | |||||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 11509 | |||||||||||||||||
|
ოცელოტი (ლათ. Leopardus pardalis, აცტეკების ენაზე „océlotl“) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახიდან, ბინადრობს ლათინურ ამერიკაში.
დახასიათება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოცელოტის სიგრძე კუდიდან თავამდე შეადგენს 100 – 140 სმ. სიმაღლე — დაახლოებით 50 სმ. წონა 10 – 16 კგ. ბეწვის შეფერილობა მოყავისფრო–ყვითელი შავი ბეჭდის მაგვარი ლაქებით, ლაქები შიგნიდან უფრო მუქი ფერისაა, ვიდრე გარედან. ყელზე მხრების ირგვლივ ლაქები გადაიზრდება ზოლებში, თათებზე შავ წერტილებად იქცევა. მუცელს და ყბას თეთრი შეფერილობა აქვს. ყურები შავი ფერისაა, დიდი თეთრი წერტილევბით უკანა მხარეს.
არეალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოცელოტი გავრცელებულია ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში. ყველაზე ჩრდილოეთით ოცელოტი ბინადრობს აშშ–ში, ტეხასის შტატში. მათი უმრავლესობა ბინადრობს ტროპიკულ ტყეებში, ღია ადგილებს ერიდებიან.
ქცევა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოცელოტები მარტო ცხოვრობენ, ნადირობენ ღამით. ძლიერი სიცხეების დროს, უყვართ ხის ფუღუროებში მალვა. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად შეუძლიათ ხეზე ცოცვა, მიწაზე ნადირობას ამჯობინებენ. ოცელოტის ნადავლს ძირითადად მიეკუთვნებიან მცირე ძუძუმწოვრები და ფრინველები. თუმცაღა ხანდახან უარს არც გველებზე ამბობენ. დიდ ეგზემპლარებს შეუძლიათ მომცრო ზომის ირმების და ღორების მონადირება. ოცელოტი განსაკუთრებით მიჩვეულია თავის ტერიტორიას. მამრების ტერიტორია შეიძლება იყოს 31 კმ² და ესაზღვრება მდედრების ტერიტორიას, რომელთა ზომა 14 კმ² აღწევს. შეჯვარება შეიძლება მოხდეს წელიწადის ნებისმიერ დროს. ორთვენახევარში მდედრი შობს ერთ ან ორ კნუტს, რომლებიც იკვებებიან დედის რძით, შვიდი კვირის მანძილზე. ორი წლის ასაკში ისინი ტოვებენ თავიანთ მშობლიურ არეალს.
როლი ადამიანის კულტურაში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოცელოტის ტყავი დიდი პოპულარობით სარგებლობდა აშშ–ში, მაგალითად 1969 წელს შეტანილი იქნა 133 ათასი ოცელოტის ტყავი. ინტენსიური ნადირობის გამო, ჩვენს დროში ოცელოტი ძალზედ იშვიათ ცხოველად იქცა. სახელმწიფოთაშორისო მოლაპარაკების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ოცელოტზე ნადირობა, ასევე გაყიდვა ნებისმიერი პროდუქციის, რომელიც დამზადებულია ოცელოტისგან იქნა აკრძალული.
ქვესახეები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Leopardus pardalis pardalis, ამაზონის დინების პარალელურად
- Leopardus pardalis aequatorialis, ჩრდილოეთ ანდები
- Leopardus pardalis albescens, მექსიკა, ტეხასი
- Leopardus pardalis maripensis ვენესუელა
- Leopardus pardalis mearnsi, ცენტრალური ამერიკა
- Leopardus pardalis mitis, არგენტინა, პარაგვაი
- Leopardus pardalis nelsoni, მექსიკა
- Leopardus pardalis pseudopardalis, კოლუმბია
- Leopardus pardalis puseaus, ეკვადორი
- Leopardus pardalis sonoriensis, მექსიკა
- Leopardus pardalis steinbachi, ბოლივია