შინაარსზე გადასვლა

ოლბორგი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ოლბორგი
დან. Aalborg
დროშა გერბი

ქვეყანა დანიის დროშა დანია
რეგიონი ჩრდილოეთი იუტლანდია
მუნიციპალიტეტი ოლბორგი
კოორდინატები 57°03′00″ ჩ. გ. 9°55′00″ ა. გ. / 57.05000° ჩ. გ. 9.91667° ა. გ. / 57.05000; 9.91667
მმართველი Thomas Kastrup-Larsen
დაარსდა 16 ივნისი, 1342
ფართობი 139 კმ²
ცენტრის სიმაღლე 5
მოსახლეობა 104 885 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 888 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 9
საფოსტო ინდექსი 9000, 9008, 9020, 9100
ოფიციალური საიტი aalborgkommune.dk
ოლბორგი — დანია
ოლბორგი

ოლბორგი (დან. Aalborg) — სამრეწველო და საუნივერსიტეტი ქალაქი დანიაში, ჩრდილოეთ იუტლანდიის რეგიონში. მოსახლეობა 2012 წლის მონაცემებით 104 885 ადამიანია და ამ მხრივ ოლბორგი დანიის მეოთხე უდიდესი ქალაქია. ოლბორგის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 201 142 კაცს აღწევს (2012),[1] რის შედეგადაც ის ქვეყნის მესამე ყველაზე ხალხმრავალი მუნიციპალიტეტია კოპენჰაგენისა და ორჰუსის შემდეგ. უძველესი დასახლებები ახ. წ. 700 წლით თარიღდება. ლიმ-ფიორდის ნაპირებზე მდებარეობის გამო, შუა საუკუნეებში მნიშვნელოვანი ნავსადგური იყო, მოგვიანებით კი სამრეწველო ცენტრი. ამჟამად ოლბორგი გარდამავალია მუშათა კლასის ქალაქიდან ცოდნის ეკონომიკის ქალაქში.

ოლბორგის ისტორია 1000 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. თავდაპირველად ის სავაჭრო დასახლებას წარმოადგენდა.

1940 წელს, დანიაში ნაციხტური გერმანიის შეჭრის დროს, ოლბორგი აეროდრომი გერმანელმა პარაშუტისტებმა აიღეს და მიიჩნევა, რომ ოლბორგი პირველი ქალაქია, რომელიც ოდესმე პარაშუტისტებს აუღიათ. ეს აეროდრომი უმნიშვნელოვანესი იყო გერმანიის ავიაციისათვის ნორვეგიამდე მისაღწევად.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Hypergenic WebNize Virtual Signpost - Hele Kommunen - 1 års aldersklasser. Aalborgkommune.dk. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-15. ციტირების თარიღი: 2012-06-11.