მუყაო
მუყაო — ქაღალდის სახეობა. ის არის სპეციალურად დამზადებული სქელი ქაღალდი.
მუყაო ფართოდ გამოიყენება წარმოების სხვადასხვა სფეროში.
არსებობს მუყაოს სახეობათა სამი ჯგუფი:
- შესაფუთი
- პოლიგრაფიული
- დიზაინის
მუყაო გამოიყენება, ძირითადად, წიგნების, ბლოკნოტების, კატალოგების ყდების დასამზადებლად. მუყაოს იყენებენ, სასწავლო პროცესისათვის ხელშეწყობის მიზნით სივრცითი და წარმოსახვითი უნარების განსავითარებლად. მისგან ამზადებენ ტექნიკური საგნების (მათემატიკა, გეომეტრია, ფიზიკა და სხვ.) შესასწავლად აუცილებელ გეომეტრიულ ფიგურებს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, პრიზმა, პარალელოგრამი და სხვ.). მუყაოს იყენებენ მაკეტების და მოდელების დასამზადებლად. უკანასკნელ პერიოდში მუყაოს ფართოდ გამოყენება აქვს სამშენებლო სფეროში. მისგან იქმნება ჰიბრიდული მასალა - თაბაშირ-მუყაოს ფილები, რომლისგანაც ამზადებენ ნესტგამძლე, ცეცხლგამძლე ფილებს და სხვა პროდუქტებს.
მუყაო განსხვავდება ერთმანეთისაგან ფერის, ზომის და წონის მიხედვით. დასაშვებია სხვადასხვა ნორმები. მაგ:
ზომაში მუყაო შეიძლება იყოს
- 64/90; სმ.
- 70/100; სმ.
- 60/84 სმ.
გრამაჟის (წონის) მიზედვით ასევე, შეიძლება იყოს განსხვავებული. კერძოდ,
- 1.75 მმ;
- 2.0 მმ;
- 2.5 მმ
მუყაოს ნივთები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
ბლოკნოტის ყდა
-
სურათის ცარჩოში გამოყენებული
-
მუყაოს ყუთი
-
ასაწყობი სათამაშო
-
მუყაოს რგოლები
-
კარტი
-
შესაფუთი ყუთები
-
ბოჭკოვანი მილის ქაღალდი
-
თაბაშირ-მუყაოს ფილები
-
მუყაოს ქაღალდი
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქაღალდისა და მუყაოს წარმოება / ბ. ვ. აკულოვი, ს. გ. ერმაკოვი. — პერმი, პერმის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2010. — 432 с. — ISBN 978-5-398-00502-8.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გეოპაპერ. პროდუქტები მუყაო
- რა არის გოფრირება დაარქივებული 2012-03-04 საიტზე Wayback Machine.