შინაარსზე გადასვლა

მიოცენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
მეოთხეული პლეისტოცენი ჯელასიანი უფრო ახალგაზრდა
ნეოგენი პლიოცენი პიაჩენცური 2.58-3.600
ძანკლური 3.600-5.333
მიოცენი მესინური 5.333-7.246
ტორტონული 7.246-11.63
სერავალური 11.63-13.82
ლანგური 13.82-15.97
ბურდიგალური 15.97-20.44
აკვიტანიური 20.44-23.03
პალეოგენი ოლიგოცენი ქატური უფრო ძველი
ნეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[1]
მიოცენური ასაკის ფაუნა

მიოცენი (სიმბოლო MI[2]; ბერძნ. méion – ნაკლები და kainós – ახალი) — ნეოგენური პერიოდის ეპოქა; დედამიწის ისტორიის მესამეული პერიოდის ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი. დაიწყო 23,03 მლნ. წლის წინ და დასრულდა 5,332 მლნ. წლის წინ. მოსდევს პლიოცენს, წინ უსწრებს ოლიგოცენს. პლიოცენთან შედარებით, მიოცენი შეიცავს 18%-ით ნაკლებ თანამედროვე ზღვის უხერხემლოების სახეობებს. ტერმინის ავტორია ინგლისელი მეცნიერი ჩარლზ ლაიელი, რომელმაც შემოგვთავაზა მესამეული სისტემის დაყოფა 4 გეოლოგიურ ეპოქად. მიოცენში კონტინენტები აგრძელებდნენ მოძრაობას მათი თანამედროვე განლაგების მხარეს. ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას შორის არსებული ყელი მიოცენში არ იყო ჩამოყალიბებული, თუმცა სამხრეთი ამერიკა უახლოვდებოდა წყნარ ოკეანეში არსებულ სუბდუქციის დასავლეთ ზონას, რომელმაც გამოიწვია ანდების მთების აზევება და სვლა სამხრეთისაკენ, რასაც მოჰყვა მესოამერიკის ნახევარკუნძულის გაფართოება.

მთის ნაგებობები ვრცელდებოდა ჩრდილოეთი ამერიკის დასავლეთით, ევროპასა და აღმოსავლეთ აზიაში. იმ პერიოდში, ინდოეთი აგრძელედბდა აზიასთან შეჯახებას, რასაც თან სდევდა სრულიად ახალი მთათა სისტემების ჩამოყალიბება.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ICS Timescale Chart.
  2. Geologic Age Symbol Font (StratagemAge). USGS. ციტირების თარიღი: 2011-06-22.