შინაარსზე გადასვლა

მთავარეპისკოპოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იოანე ოქროპირი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი) (398—404)

მთავარეპისკოპოსი, არქიეპისკოპოსი (ბერძნ. αρχή - საწყისი, მთავარი და επίσκοπος - ეპისკოპოსი), ქრისტიანული ეკლესიის მაღალი იერარქის ტიტული, რომელსაც ატარებდნენ უმეტესად მთავარი ქალაქების ეპისკოპოსები. რომის იმპერიაში კონსტანტინე დიდის დროს (IV ს.) არქიეპისკოპოსი ეწოდებოდა მიტროპოლიტს, რომელსაც ექვემდებარებოდნენ დიოცეზის ეპისკოპოსები. არქიეპისკოპოსის ტიტულს დღეს ატარებს ზოგიერთი ავტოკეფალური ეკლესიის მეთაური. არქიეპისკოპოსი ეწოდება ზოგიერთი პროტესტანტული ეპისკოპალური ეკლესიის მეთაურს (მაგ. კენტერბერიის არქიეპისკოპოსი ინგლისში). ქართულ საეკლესიო წყობილებაში არქიეპისკოპოსს შეესატყვისება „მთავარეპისკოპოსი“.

  • ლომინაძე ბ.,არქიეპისკოპოსი, ქსე, ტ. 1, გვ. 600, თბ., 1975