შინაარსზე გადასვლა

მადერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მადერა

მადერა, ყურძნის მაგარი ღვინო (სპირტის შემცველობა 15-20% მოცულობითი და შაქრის 4-9%) აქვს დამახასიათებელი გემო, ბუკეტი და ფერი. ღვინის დავარგებისათვის ასხამენ კასრებში, რომლებსაც ხელოვნურად გამთბარ სათავსებში დგამენ. ორდინარული მადერას დავარგებისათვის საჭირო ტემპერატურა 60-65 °C, დროის ხანგრძლივობა 3 თვე. საშუალო ხარისხის მადერასთვის ტემპერატურა 50-55 °C, დრო 4-6 თვე, მარალი ხარისხის მადერასთვის ტემპერატურა — 40-50 °C, დავარგების დრო — 6 თვე. სამარკო მადერის დავარგების ხანგრძლივობა 3 წელია. თბური დამუშავების შემდეგ ღვინოს აკუპაჟებენ. მადერას წარმოება პირველად კუნძულ მადეირაზე დაიწყეს (აქედან სახელწოდებაც). საქართველოში ამზადებენ მადეირას ტიპის ღვინოს „ანაგას“.