ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
ლატვიის სსრ ლატვ. Latvijas PSR | |||||||||
| |||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||
ჰიმნი ლატვიის სსრ ჰიმნი | |||||||||
ლატვიის სსრ (წითლად) საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში | |||||||||
დედაქალაქი | რიგა | ||||||||
ენა | ლატვიური, რუსული | ||||||||
რელიგია | ათეიზმი | ||||||||
ფართობი | 64 589 კმ² | ||||||||
მოსახლეობა | 2 666 567 (1989 წლისთვის) | ||||||||
მმართველობის ფორმა | სოციალისტური რესპუბლიკა | ||||||||
ლატვიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ლატვიის სსრ (ლატვ. Latvijas Padomju Sociālistiskā Republika, Latvijas PSR) — თხუთმეტიდან ერთ-ერთი მოკავშირე საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სსრ კავშირის შემადგენლობაში. დედაქალაქი — ქალაქი რიგა.
ლატვიაში და მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში ეს პერიოდი ცნობილია ლატვიის საბჭოთა ოკუპაციის სახელით[1][2][3][4][5][6][7][8][9].
ლატვიის სსრ ჩამოყალიბდა 1940 წლის 21 ივლისს. სსრკ-ის შემადგენლობაშია ამავე წლის 5 აგვისტოდან. რესპუბლიკა მდებარეობდა საბჭოთა კავშირის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ესაზღვრებოდა რსფსრ, ესტონეთის სსრ, ლიტვის სსრ და ბელორუსიის სსრ. ფართობი 64,5 ათ. კმ². მოსახლეობა 2 430 ათ. კაცი (1973). დედაქალაქი — ქ. რიგა.
რესპუბლიკა იყოფოდა 26 რაიონად. რომელშიც შედიოდა 56 ქალაქი და 35 დაბა.
შექმნა, 1940
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1939 წლის 24 სექტემბერს სსრკ ესტონეთის ავიასივრცეში სადაზვერვო მისიით შეიჭრა. 25 სექტემბერს მოსკოვმა ესტონეთს მოთხოვა, ხელი მოეწერა საბჭოთა კავშირისა და ესტონეთის ურთიერთდახმარების პაქტისათვის, რომელიც სსრკ-ს საშუალებას აძლევდა, ბალტიისპირული სახელმწიფოს მიწაზე სამხედრო ბაზები განელაგებინა.[10] რიგში შემდეგი ლატვია იყო, რომელსაც სსრკ-მ ანალოგიური შეთანხმების გაფორმება მოსთხოვა. კარლის ულმანისის ავტორიტარულმა მთავრობამ მიიღო საბჭოთა კავშირის ულტიმატუმი და 1939 წლის 5 ოქტომბერს ხელი მოაწერა საბჭოთა კავშირისა და ლატვიის ურთიერთდახმარების პაქტს. 1940 წლის 16 ივნისს, მას შემდეგ, რაც სსრკ უკვე შეჭრილიყო ლიტვაში, მოსკოვმა ულტიმატუმი წაუყენა ლატვიას, რასაც უკვე 17 ივნისს ლატვიის საბჭოთა ოკუპაცია მოჰყვა.
საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ მოლოტოვმა ლატვია და სხვა ბალტიისპირული სახელმწიფოები საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ სამხედრო შეთქმულების მოწყობაში დაადანაშაულა და ახალი მოთხოვნები წაუყენა, მათ შორის იყო ახალი მთავრობის ფორმირება და ამ სამ სახელმწიფოში საბჭოთა ჯარისკაცების განუსაზღვრელი რაოდენობით დაშვება.[11] ასობით ათასი საბჭოთა ჯარისკაცი შევიდა ესტონეთის, ლატვიისა და ლიტვის ტერიტორიაზე. ამ დამატებითი საბჭოთა სამხედრო ძალების რიცხვი გაცილებით აჭარბებდა თითოეული ქვეყნის არმიის რიცხვს.[12]
ულმანისის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საერთაშორისო იზოლაციისა და ქვეყნის შიგნითა თუ გარეთ საბჭოთა ჯარების აქტიური მობილიზაციის პირობებში უკეთესი იქნებოდა, თუ სისხლისღვრას და დამარცხებისთვის განწირულ ომს აიცილებდა.[13] ლატვიის არმიას ცეცხლი არ გაუხსნია და სწრაფად დაიშალა; ნაწილი წითელ არმიაში ჩაირიცხა.
ულმანისის მთავრობა გადადგა და მისი ადგილი სსრკ-ს საელჩოს ინსტრუქციების მიერ შექმნილმა მემარცხენე მთავრობამ დაიკავა. სახალხო პარლამენტის არჩევნებამდე, რომელიც 1940 წლის 14-15 ივლისს ჩატარდა, არ არსებობდა საჯარო განცხადება, რომელიც საბჭოთა კავშირთან შეერთებაზე მთავრობის გეგმების შესახებ იქნებოდა გაკეთებული. ოკუპაციიდან მალევე ლატვიის კომუნისტური პარტია გამოცხადდა ერთადერთ ლეგალურ პარტიად ქვეყანაში, რომელიც არჩევნებში „მშრომელ ხალხთა ბლოკს“ წარმოადგენდა.[14] იგი ერთადერთი პარტია იყო, რომელიც დაიშვებოდა არჩევნებში.
21 ივლისს შეიკრიბა ახლადარჩეული სახალხო სეიმი და გამოაცხადა ლატვიის სსრ-ს შექმნა. იმავე დღეს სეიმმა საბჭოთა კავშირს მის შემადგენლობაში შესვლის თხოვნით მიმართა. კონსტიტუციური წესრიგის ამგვარი ცვლილება დაუშვებელი იყო ლატვიის კონსტიტუციის მიხედვით, რადგან ასეთი ცვლილებების ძალაში შესვლისთვის პლებისციტზე მხარი უნდა დაეჭირა ამომრჩეველთა ორ მესამედს. 5 აგვისტოს საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ დაასრულა ანექსაციის პროცესი ლატვიის პეტიციის მხარდაჭერით და ლატვია საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შევიდა.
რამდენიმე ლატვიელი დიპლომატი დარჩა დასავლეთში ლატვიის დიპლომატიურ სამსახურში და განაგრძო ლატვიის თავისუფლებისთვის ბრძოლა შემდეგი 50 წლის განმავლობაში.
საბჭოთა მართვის სტილის შესაბამისად, რესპუბლიკაში რეალური ძალაუფლება ლატვიის კომუნისტური პარტიის პირველი მდივნის ხელში იყო და რესპუბლიკის ფორმალური მეთაური (უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე) და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური (მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) მის დაქვემდებარებაში იმყოფებოდნენ. შესაბამისად საბჭოთა ლატვიის ისტორიას ყოფენ პირველი მდივნების _ იანიშ კალბერჟინშის, არვიდ პელშეს, ავგუსტ ვოსის და ბორის პუგოს მმართველობის პერიოდებად.
კალნბერზინშის ერა, 1940-1959
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საშინელი წელი, 1940–41
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1940 წლის მომდევნო თვეებში წარადგინეს საბჭოთა კონსტიტუცია და რუსულიდან გადმოკოპირებული სისხლის სამართლის კოდექსი. 1940 წლის ყალბ არჩევნებს 1941 წლის იანვარში საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნები მოჰყვა.
1940 წლის 7 აგვისტოს მოხდა ყველა საბეჭდი მედიისა და გამომცემლობის ნაციონალიზება. არსებული ჟურნალ-გაზეთების უმრავლესობა გაუქმდა ან რეფორმირდა და ახალი, საბჭოთა სახელებით დაიწყო გამოცემა. 1940 წლის ნოემბრიდან დაიწყო წიგნების აკრძალვა; აიკრძალა დაახლოებით 4000 წიგნი, რომლებიც მიმოქცევიდანაც ამოიღეს. დაიწყო ზოგიერთი ავტორის დაპატიმრებისა და დეპორტაციის პროცესი; ზოგიერთმა მათგანმა კი სტალინის შესახებ დაიწყო ლექსების წერა.
ადგილობრივი ეკონომიკა ნაციონალიზაციისა და მიმოქცევაში საბჭოთა მანეთის შემოღების შედეგად მოიშალა. ოკუპაციამდე 1 ლატვიური ლატი 10 მანეთის ეკვივალენტი იყო, ხოლო ოკუპაციის შემდეგ, იგი 1 მანეთის ტოლფასი გახდა. წითელარმიელებმა და ახლადმოსულმა კომუნისტებმა ქვეყანაში ყველა ნედლეული იყიდეს და სამშობლოში გაგზავნეს. მოხდა ყველა ქარხნის, უძრავი ქონებისა და კერძო საწარმოს ნაციონალიზება, რამაც მოსახლეობის გაღარიბება გამოიწვია.
გამომდინარე იქიდან, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ლატვიამ მიწის დანაწილების რეფორმა გაატარა, ზოგი ფერმა პატარა აღმოჩნდა ნაციონალიზებისთვის. მიწის ნაკვეთების პატარა ზომა, პროდუქციის კვოტები და მაღალი გადასახადები ნიშნავდა იმას, რომ ძალიან მალე დამოუკიდებელი ფერმერები გაბანკროტდებოდნენ და კოლექტიური მეურნეობის დაწყება მოუწევდათ.
დაკავებები და დეპორტაციები ლატვიის საბჭოთა კავშირთან ოფიციალურ მიერთებამდე დაიწყი. თავიდან დაიწყო გამოჩენილ პოლიტიკოსთა და სამხედრო ლიდერთა დაკავება; მათ შორის იყვნენ პრეზიდენტი კარლის ულმანისი, ომის მინისტრი იანის ბალოდისი და არმიის მეთაური კრიშიანის ბერკისი, რომლებიც 1940 წლის ივლისში დააპატიმრეს. საბჭოთა შინსახკომმა ასევე დააპატიმრა რუსეთის თეთრი ემიგრაციის რამდენიმე წევრი, რომლებიც ლატვიაში იყვნენ დევნილობაში.
14 ივნისის გადასახლებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1941 წლის დასაწყისში საბჭოთა ცენტრალურმა მთავრობამ მიზნად დაისახა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან ანტისაბჭოთა ელემენტების მასობრივი გადასახლება. საწყის ეტაპზე გენერალმა ივან სეროვმა, საბჭოთა კავშირის უშიშროების მინისტრმა შეიმუშავა ე.წ სეროვის ინსტრუქციები, „ლიტვიდან, ლატვიიდან და ესტონეთიდან ანტი-საბჭოთა ელემენტების გადასახლების შესახებ.“ 1941 წლის 13-14 ივნისის ღამით ლატვიის 15,424 მცხოვრები, მათ შორის 1,771 ებრაელი და 742 ეთნიკურად რუსი, გადაასახლეს ბანაკებსა და სპეციალურ დასახლებებში, უმეტესად ციმბირში.[15] მათ შორის იყვნენ ყოფილი პოლიტიკოსები, მდიდარი ბიზნესმენები და ფერმერები, პოლიციელები, აიზსარგის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები; ივნისის გადასახლებებში ფილატელისტები და ესპერანტოს მოყვარულებიც კი მოხვდნენ, როგორც არასაიმედო ელემენტები. 600 ლატვიელი ოფიცერი დააპატიმრეს ლიტენეს სამხედრო ბანაკში. ლატვიის მასშტაბით ბევრი პოლიტიკური პატიმარი დახვრიტეს გერმანიის თავდასხმის შემდეგ საბჭოთა ჯარების უკანდახევისას 1941 წლის 22 ივნისს. საერთო ჯამში, საბჭოთა მმართველობის პირველი წლის განმავლობაში ლატვიამ 35 000 ადამიანი დაკარგა.
რამდენიმე ადამიანმა, რომელმაც წინასწარ მიიღო გაფრთხილება გადასახლების შესახებ, თავს სახლიდან წასვლით უშველა და ისინი მეგობრებთან ან ტყეში იმალებოდნენ. გერმანია-საბჭოთა კავშირის ომის დაწყების შემდეგ მრავალმა მათგანმა ჩამოაყალიბა პარტიზანული დაჯგუფებები და თავს დაესხა უკანდახეულ წითელი არმიის ჯარისკაცებს, ხოლო გერმანელებს დამოუკიდებელი ლატვიის დროშით შეეგებნენ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ The World Book Encyclopedia ISBN 0-7166-0103-6
- ↑ "Soviet occupation of the Baltic States" at Encyclopædia Britannica
- ↑ The History of the Baltic States by Kevin O'Connor ISBN 0-313-32355-0
- ↑ The Occupation of Latvia დაარქივებული 2007-11-23 საიტზე Wayback Machine. at Ministry of Foreign Affairs of the Republic of Latvia
- ↑ "U.S.-Baltic Relations: Celebrating 85 Years of Friendship" at state.gov
- ↑ Motion for a resolution on the Situation in Estonia by EU
- ↑ Dehousse, Renaud (1993). „The International Practice of the European Communities: Current Survey“ (PDF). European Journal of International Law. 4 (1): 141. ციტირების თარიღი: 2011-01-28.
- ↑ European Parliament (January 13, 1983). „Resolution on the situation in Estonia, Latvia, Lithuania“. Official Journal of the European Communities. C 42/78.
- ↑ The Occupation museum of Latvia
- ↑ The Baltic States: Estonia, Latvia and Lithuania by David J. Smith, Page 24, ISBN 0-415-28580-1
- ↑ see report of Latvian Chargé d'affaires, Fricis Kociņš, regarding the talks with Soviet Foreign Commissar Molotov in I.Grava-Kreituse, I.Feldmanis, J.Goldmanis, A.Stranga. (1995). Latvijas okupācija un aneksija 1939–1940: Dokumenti un materiāli. (The Occupation and Annexation of Latvia: 1939–1940. Documents and Materials.) (latvian), გვ. 348–350. დაარქივებული 2007-09-12 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Stephane Courtois; Werth, Nicolas; Panne, Jean-Louis; Paczkowski, Andrzej; Bartosek, Karel; Margolin, Jean-Louis & Kramer, Mark (1999). The Black Book of Communism: Crimes, Terror, Repression. Harvard University Press. ISBN 0-674-07608-7.
- ↑ ბალტიური სახელმწიფოები: ესტონეთი, ლატვია და ლიტვა გვ.19 ISBN 0-415-28580-1
- ↑ Vincent E McHale (1983) Political parties of Europe, Greenwood Press, p450 ISBN 0-313-23804-9
- ↑ (2001) რედ. Elmārs Pelkaus: Aizvestie: 1941. gada 14. jūnijā (Latvian, English, Russian). Riga: Latvijas Valsts arhīvs; Nordik. ISBN 9984-675-55-6. OCLC 52264782.