კობე
იერსახე
კობე (იაპ. 神戸市 Kōbe-shi) — ჰიოგოს პრეფექტურის დედაქალაქი და იაპონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი 1.5 მილიონი მცხოვრებით. მდებარეობს კანსაის რეგიონში ოსაკადან დასავლეთით. კობე იაპონიის თხუთმეტ მნიშვნელოვან ქალაქთაგანია და ოსაკა–კობე–კიოტოს აგლომერაციის ნაწილია.
კობე ერთ-ერთი პირველი ქალაქი იყო იაპონიაში, რომელმაც დასავლეთთან ვაჭრობა დაიწყო, 1868 წელს, და ამგვარად ცნობილია როგორც კოსმოპოლიური საპორტო ქალაქი. აქ 45000 უცხოელი რეზიდენტია 100-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნიდან. ქალაქში მდებარეობს მრავალი მულტიეროვნული კომპანიის აზიის და იაპონიის სათავო ოფისი (მათ შორის პროქტერ & გემბლი და ნესტლე).
ქალაქი ძლიერ დაზიანდა 1995 წლის ჰანშინის დიდი მიწისძვრისას, როდესაც 5000-ზე მეტი მცხოვრები დაიღუპა. ამჟამად ქალაქი უკვე მთლიანად აღდგენილია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- (ინგლისური) Official Kobe homepage დაარქივებული 2019-01-07 საიტზე Wayback Machine.
- (ინგლისური) New York Public Library Digital Gallery - კობეს გვიანი მეცხრამეტე საუკუნის სურათები
- Kobe, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- (იაპონური) Official YouTube channel
|