შინაარსზე გადასვლა

კვესტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რომის სახელმწიფო
ინსტიტუტები
რომის სამეფო
რომის რესპუბლიკა
რომის იმპერია
პრინციპატი დომინატი
ძირითადი მაგისტრატები:
საგანგებო მაგისტრატები:
სხვა თანამდებობები და წოდებები:
პოლიტიკა და კანონი:

კვესტორი (ლათ. quaestor, quaerere — გამოკითხვა, გამოძიება) — თანამდებობის პირი ძველ რომში. თავდაპირველად კვესტორები კონსულების თანაშემწეები იყვნენ. მათი არჩევა ტრიბების კომიციებში ხდებოდა. დროთა განმავლობაში მათი ფუნქციებში სისხლის სამართლის საქმეების გარჩევა, სახელმწიფო ხაზინის მეთვალყურეობა და სახელმწიფო არქივით განისაზღვრა.

ძვ. წ. 367 წლამდე, სანამ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა კონსულების კომპეტენციაში შედიოდა, კვესტორები მხოლოდ საქმის წინასწარ გამოძიებას აწარმოებდნენ, ხოლო შემდეგ, როდესაც ეს მოვალეობა პრეტორებს დაეკისრათ, კვესტორების ფუნქცია ხაზინის ზედამხედველობით და არქივების მართვით შემოიფარგლა.

თავდაპირველად კვესტორები ორნი იყვნენ, ხოლო ძვ. წ. 421 წლიდან ოთხნი გახდნენ, თან ამ თანამდებობის მიღება უკვე პლებეებსაც შეეძლოთ. სულას რეფორმის შემდეგ ძვ. წ. 81 წელს კვესტორთა რაოდენობამ ოცს მიაღწია, ხოლო კეისრის დროს ორმოცს.

კვესტორების ნაწილი თვითონ რომში განაგებდა ფინანსებს, ნაწილი იგივე მიზნით მოქმედ ლეგიონებში მსახურობდა, ნაწილი - პროვინციებში და ნაწილიც საპორტო ქალაქებში აკონტროლებდა საბაჟო გადასახადებს.

ძვ. წ. 180 წლის კანონის მიხედვით კვესტორს 10 წელი უნდა ემსახურა ჯარში, რადგან ჯარში წასვლა 17 წლიდან შეიძლებოდა, ესე იგი კვესტორი 27 წელზე უმცროსი ვერ იქნებოდა.