შინაარსზე გადასვლა

კარია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარიის მდებარეობა

კარია (ძვ. ბერძნ. Καρία) — ძველი ქვეყანა მცირე აზიის (ახლანდელი თურქეთი) სამხრეთ-დასავლეთში, ლიკიასა და ლიდიას შორის, ძვ. წ. I ათასწლეულში. მთავარი ქალაქი — ჰალიკარნასი. კარიის ტერიტორია, დასახლებული იყო ძვ. წ. II ათასწლეულიდან. კარიელების გარდა აქ ცხოვრობდენ იონიელები და დორიელები. ძვ. წ. V-IV სს-ში, კარიას ჰყავდა ადგილობრივი მმართველები, რომლებიც ემორჩილებოდნენ აქემენიდებს. ძვ. წ. 129 წლიდან შედიოდა რომის პროვინცია აზიაში. უკანასკნელ წლებში წარმატებით გაიშიფრა კარიული წარწერები, რომელთა ენას სპეციალისტები აკუთვნებდნენ ინდოევროპული ენების ხეთურ-ლუვიურ ჯგუფს.