შინაარსზე გადასვლა

ისლურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ისლურა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ჭილისებრნი
გვარი:  ისლურა
ლათინური სახელი
Luzula

ისლურა (Luzula) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეების გვარი ჭილისებრთა ოჯახისა. ღერო შეფოთლილია ბრტყელი ხაზურ-ლანცეტა კიდებეწვიანი ფოთლებით. ნაყოფი ერთბუდიანი და სამთესლიანი კოლოფია.

ისლურის 80 სახეობა მეტწილად გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში. საქართველოში გვხვდება 8 სახეობა. საქართველოში იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლის ტყეებში. ხშირად გვხვდება სუბალპურ და ალპურ მდელოებზე, ალპურ ხალებზე, ქვიან და კლდოვან ფერდობებზე. ისლურა არსად არ ქმნის დამოუკიდებელ ცენოზებს.