ვარიაგები
ვარიაგები (ბერძნ. Βάραγγοι, Βαριάγοι, Várangoi, უკრ., რუს. варяги) — სკანდინავიის მცხოვრებთა ძველი რუსული სახელწოდება, წარმოდგება ძველი სკანდინავიური სახელისაგან vaeringiar — ნორმანი მეომრები, რომლებიც ბიზანტიის ჯარში მსახურობდნენ. აქედან გავრცელდა არაბულში და ქართულში („ვარანგ“), სომხურში („ვრანგ“) და ა. შ. XVIII საუკუნემდე რუსები ბალტიის ზღვასაც ვარიაგთა ზღვას უწოდებდნენ. რუსული ისტორიულ წყაროებში პირველად იხსენიებენ „გარდასულ დროთა მოთხრობაში“, სადაც მემატიანე რუსული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას უკავშირებს ვარიაგთა მოწვევას ნოვგოროდში; ამ ლეგენდის საფუძველზე XVIII საუკუნეში შეიქმნა ანტიმეცნიერული ნორმანული თეორია რუსული სახელმწიფოს დაარსების შესახებ. IX-XI საუკუნეებში შინაფეოდალური ომების დროს რუსი მთავრები ხშირად იწვევდნენ ვარიაგთა რაზმებს დამხმარე ძალად. სკანდინაველ ვაჭრებთან დაკავშირებული იყო „გზა ვარიაგებიდან საბერძნეთამდე“. XII-XIII საუკუნეებში ვარიაგი ხშირად „კათოლიკესაც“ ნიშნავდა. იმავე პერიოდში ტერმინი „ვარიაგი“ თანდათან გამოდევნა სკანდინმავიელთა კონკრეტულმა სახელწოდებებმა (შვედები, ნორვეგიელები).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Birgit Scholz: Von der Chronistik zur modernen Geschichtswissenschaft. Die Warägerfrage in der russischen, deutschen und schwedischen Historiographie. Harrassowitz, Wiesbaden 2000, ISBN 3-447-04342-3 (გერმანული)