შინაარსზე გადასვლა

ბერსერკერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერსერკერი (ძვ. სკანდ. — berserkr) — ძველგერმანულ და ძველსკანდნინავიურ საზოგადოებაში მეომარი, რომელიც თავს ოდინს უძღვნიდა. ბრძოლების წინ ბერსერკერები აგრესიულ მდგომარეობაში შედიოდნენ. ბრძოლებში ისინი სისასტიკით, არაადამიანური ძალით, სწრაფი რეაქციითა და ტკივილისადმი უგრძნობელობით გამოირჩეოდნენ.

სიტყვა ბერსერკერი მოდის ძველისლანდიური სიტყვიდან berserkr, რაც ნიშნავს ან „დათვის ტყავს“, ან „ტანსაცმლის გარეშეს“ (ber — შეიძლება აღნიშნავდეს როგორც „დათვს“, ისევე „შიშველს“; — serkr აღნიშნავს „ტყავს“, „აბრეშუმს“).

არსებობს თეორიები, რომლის თანახმადაც ბერსერკერის აგრესიულობას ნარკოტიკული საშუალებები იწვევდა, ისეთები როგორებიცაა, ამანიტას ნახარში ან დიდი რაოდენობით ალკოჰოლი. ისინი მხოლოდ უზენაეს ღმერთს, ოდინს სცემდნენ თაყვანს და მათთვის ვალჰალაში მოხვედრა უდიდესი პატივი იყო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]