ედმონტონი
იერსახე
ედმონტონი (Edmonton) — ქალაქი კანადაში, მდინარე ჩრდილოეთ სასკაჩევანის ნაპირზე. ალბერტას პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი. 932,546 მცხოვრები (2016 წ). დასავლეთ კანადის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო, სავაჭრო, სამრეწველო, საფინანსო, კულტურული ცენტრი. ქალაქი მილსადენებით უკავშირდება ახლოს მდებარე ნავთობის საბადოებს. ედმონტონი ქიმიის, ნავთობქიმიის, სოფლის მეურნეობის ნედლეულის გადამუშავების დიდი ცენტრი და საერთაშორისო აეროპორტია. ქალაქში არის უნივერსიტეტი.