შინაარსზე გადასვლა

დაუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დაუ ინდოეთის ოკეანეში, ზანზიბარის კუნძულებთნ ახლოს.

დაუ (არაბ. دبيّ‎) — ტრადიციული იალქნიანი გემი, რომელსაც აქვს ერთი ან ორი ანძა, სამკუთხა იალქანი და სპორტული — გრძელი და თხელი კორპუსი. მისი გამოყენების არეალი, ძირითადად, წითელი ზღვა და ინდოეთის ოკეანე იყო. ზოგი ისტორიკოსი ამტკიცებს, რომ დაუ არაბებმა ან ინდოელებმა გამოიგონეს, თუმცა უმრავლესობა მეცნიერებისა ამას ჩინელებს მიაწერს.[1][2] დაუ არის სავაჭრო გემი, რომელიც გამოიყენებოდა უხვი ტვირთის — ხილის, მტკნარი წყლისა და სავაჭრო საქონელის გადასატანად, აღმოსავლეთ არაბეთის,[3] აღმოსავლეთ აფრიკის, იემენისა და სამხრეთ აზიის ზოგიერთი ქვეყნის (პაკისტანი, ინდოეთი, ბანგლადეში) სანაპიროების გასწვრივ. დიდი ზომის დაუებს დაახლოებით 30 კაციანი ეკიპაჟი ჰყავს, ხოლო შედარებით პატარებს — 12.

  1. Briggs, Philip. Dhows of the swahili coast. Zanzibar Travel Guide. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  2. The History & construction of the dhow. Nabataea. ციტირების თარიღი: 6 September 2012.
  3. Arab Dhows of Eastern Arabia (1949).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დაუ&oldid=3004165“-დან