განგტოკი
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
განგტოკი | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 27°19′48″ ჩ. გ. 88°37′12″ ა. გ. / 27.33000° ჩ. გ. 88.62000° ა. გ. |
ფართობი | 19.2 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 1436 მეტრი |
მოსახლეობა | 100 286 (2011)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30[2] |
სატელეფონო კოდი | 03592 |
საფოსტო ინდექსი | 737101[3] და Pin Code of Gangtok[4] |
ოფიციალური საიტი | http://gmcsikkim.in |
განგტოკი — ქალაქი, მუნიციპალიტეტი ინდოეთის შტატ სიკიმში. შტატის დედაქალაქი და მოსახლეობის რაოდენობით უდიდესი ქალაქი. განგტოკის ოლქის ცენტრი. განგტოკი აღმოსავლეთ ჰიმალაების ქედზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1 650 მეტრის სიმაღლეზე. ქალაქის მოსახლეობა 100 000 ადამიანს შეადგენს, რომლებიც სიკიმების სამ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან: ბჰუტიას, ლეპჩასა და გორხას. ჰიმალაების მაღალი მწვერვალებისა და მთელი წლის მანძილზე ზომიერი კლიმატის გამო, განგტოკი სიკიმის ტურიზმის ცენტრია.
1840-იან წლებში ენჩეის მონასტრის აგების შემდეგ განგტოკი პოპულარული ადგილი გახდა ბუდისტ მომლოცველებს შორის. 1894 წელს მმართველმა სიკიმმა ჩოგიალმა, თჰუტობ ნამგიალმა, დედაქალაქი განგტოკში გადაიტანა. XX საუკუნის დასაწყისში განგტოკი ლჰასასა და ისეთ ქალაქებს შორის, როგორიცაა, კოლკატა, მთავარი შესასვენებელი ადგილი გახდა. 1947 წელს ბრიტანეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სიკიმი დამოუკიდებელი მონარქია გახდა, ხოლო განგტოკი მის დედაქალაქად გამოცხადდა. 1975 წელს სიკიმის ინდოეთთან შერწყმის შემდეგ განგტოკი კვლავ მის დედაქალაქად დარჩა.
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განგტოკის სახელწოდების წარმოშობის ზუსტი ვარიანტი უცნობია. უმრავლესობა თანხმდება, რომ სახელწოდება „მთის წვერს“ აღნიშნავს.[5]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]განგტოკის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 27.3325° განედი და აღმ. 88.6140° გრძედი.[6] ქალაქი გაშენებულია ჰიმალაების ქვემო ნაწილში, ზღვის დონიდან 1 650 მეტრის სიმაღლეზე.[7]
ქალაქის აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ორი მდინარე ჩამოუდის: რორო-ჩუ და რანიხოლა. ეს ორი მდინარე ბუნებრივ დრენაჟს ორ ნაწილად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად ჰყოფს.[8] ორივე მდინარე ერთმანეთს უერთდება და სამხრეთით მიედინება რანიხოლას სახით, რომელიც სინგტამთან ტეესტას უერთდება.[8] გზების დიდი ნაწილი ციცაბოა და შენობები კომპაქტურადაა აგებული მათ გასწვრივ.[9]
როგორც სიკიმის დიდი ნაწილი, განგტოკის ტერიტორიაც წინაკამბრიული ქანებითაა აგებული, რომელიც ფილიტსა და კრისტალურ ფიქლებს შეიცავს. სწორედ ამიტომ, ფერდობებზე ხშირია მეწყერები.[10] ბუნებრივი ნაკადების მდინარეული ჩამონადენი და ანთროპოგენური დრენაჟი მეწყერების რისკს კიდევ უფრო ზრდის. ინდური სტანდარტების ბიუროს მონაცემებით, ქალაქი IV სეისმურ ზონაშია მოქცეული. განგტოკი ინდოეთის ფილისა და ევრაზიის ფილის ტექტონიკურ ზონაშია, რის გამოც ხშირია მიწისძვრები. ქალაქიდან მსოფლიოში მესამე უმაღლესი მწვერვალის, კანჩენჯანგას (8 598 მ) დანახვაა შესაძლებელი. ციცაბო ფერდობები და მეწყერებისადმი მოწყვლადობა, ფართო ტყეები და ტერიტორიებზე არასათანადო წვდომა ქალაქის ბუნებრივი და დაბალანსებული ზრდის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორებია.[8]
განგტოკის ირგვლივ ხშირი ტყიანი რეგიონებია. ჭარბობს ზომიერი, ფოთოლცვენია ხეების ტყეები, როგორებიცაა: მუხა, ვერხვი, არყი და თელა. ქალაქის ირგვლივ ხარობს ალპური კლიმატური ზონისთვის დამახასიათებელი მარდამწვანე და წიწვოვანი ხეებიც.[10] გავრცელებულია ორქეიდეაც. უხვად გვხვდება ბამბუკიც. ქალაქის დაბალ ნაწილში ვეგეტაცია ალპურიდან ზომიერ ფოთლოვან და სუბტროპიკულამდე იცვლება.[10] ყვავილები, როგორებიცაა: მზესუმზირა, ხავერდა და სხვ. ნოემბერ-დეკემბერში ყვავის.
კლიმატი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰავის მონაცემები — განგტოკი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
რეკორდულად მაღალი °C | 19.9 | 22.0 | 27.6 | 27.3 | 28.5 | 28.4 | 28.4 | 29.9 | 28.5 | 27.2 | 25.5 | 24.0 | 29.9 |
საშუალო მაქსიმალური °C | 16.4 | 18.0 | 22.7 | 24.0 | 25.0 | 25.2 | 25.0 | 26.0 | 25.3 | 24.0 | 20.6 | 17.4 | 26.8 |
საშუალო მაღალი °C | 12.3 | 13.8 | 17.5 | 20.5 | 21.4 | 22.0 | 21.6 | 22.2 | 21.4 | 20.4 | 17.1 | 13.9 | 18.7 |
საშუალო დაბალი °C | 4.7 | 6.1 | 9.2 | 11.8 | 14.0 | 16.4 | 17.0 | 16.9 | 15.9 | 12.8 | 9.1 | 6.2 | 11.7 |
საშუალო მინიმალური °C | 1.8 | 2.7 | 5.5 | 8.2 | 11.0 | 14.0 | 15.6 | 15.4 | 13.7 | 9.9 | 6.6 | 3.3 | 1.3 |
რეკორდულად დაბალი °C | −2.2 | −1.1 | 1.4 | 2.9 | 6.6 | 10.0 | 11.3 | 10.8 | 7.7 | 4.3 | 2.4 | −1.7 | −2.2 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 27.1 | 72.2 | 126.4 | 296.9 | 496.4 | 609.8 | 626.3 | 565.9 | 438.7 | 173.4 | 37.9 | 19.5 | 3 490,4 |
წვიმიანი დღეები საშუალოდ | 2.4 | 5.4 | 9.2 | 15.2 | 20.1 | 23.6 | 27.0 | 24.7 | 20.8 | 8.4 | 2.3 | 1.7 | 161.0 |
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) | 77 | 78 | 76 | 78 | 85 | 89 | 92 | 92 | 90 | 83 | 79 | 77 | 83 |
წყარო: India Meteorological Department[11][12][13] |
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2011 წლის აღწერის მიხედვით, განგტოკის მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობა 98 658 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის 53% კაცია, ხოლო 47% ― ქალი. აღმოსავლეთ სიკიმის ოლქის განგტოკის ქვედანაყოფის მოსახლეობა 281 293 ადამიანს უტოლდება, ხოლო წერა-კითხვის ცოდნის დონე 82.17%-ია, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (74%) აღემატება. მამაკაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 85.33%-ს უდრის, ხოლო ქალებს შორის ― 78.68%-ს. სიკიმის ურბანული მოსახლეობიდან განგტოკის მუნიციპალურ კორპორაციაში ურბანული მოსახლეობის წილი 55.5%-ია. განგტოკის, აღმოსავლეთ ოლქის ჩათვლით, ურბანული მოსახლეობის წილი 88%-ს უტოლდება. სიცოცხლის ხარისხი, განვითარების ტემპი, დასაქმების შესაძლებლობები და საბაზისო ინფრასტრუქტურის ხელმისწავდომობა ქალაქს სწრაფი მიგრაციის ცენტრად აქცევს. ამ მიგრაციასთან ერთად ურბანული სერვისები წნეხის ქვეშაა, რასაც კიდევ უფრო ამძაფრებს ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის არახელსაყრელი მიწის ნაკლებობა.[8]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Census of India 2011 (Sikkim): (North, West, South and East Districts) Primary Census Abstract — Office of Registrar General & Census Commissioner of India.
- ↑ The World Clock - Time Zone difference from India – Sikkim – Gangtok
- ↑ List of Post Offices for PinCode 737101
- ↑ https://pincodesearch.website/gangtok-737101
- ↑ Bannerjee, Parag (14 ოქტომბერი 2007). „Next weekend you can be at ... Gangtok“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 21 მაისი 2008.
- ↑ Gangtok, India page. Global Gazetteer Version 2.1. Falling Rain Genomics, Inc. ციტირების თარიღი: 19 June 2011
- ↑ Geographical Location. Meteorological Centre, Gangtok. India Meteorological Department, Ministry of Earth Sciences, Government of India. ციტირების თარიღი: 3 May 2008
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Section 4: City Assessment. City Development Plan-Gangtok City. Jawaharlal Nehru National Urban Renewal Mission, Ministry of Urban Development, Government of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2011. ციტირების თარიღი: 28 June 2011
- ↑ Gangtok City. mapsofindia.com. Compare Infobase Limited. ციტირების თარიღი: 3 May 2008
- ↑ 10.0 10.1 10.2 Section 2: Introduction To The State And Its Capital. City Development Plan-Gangtok City. Jawaharlal Nehru National Urban Renewal Mission, Ministry of Urban Development, Government of India. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2008. ციტირების თარიღი: 7 May 2008
- ↑ Station: Gangtok Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 279–280. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 7 October 2020
- ↑ Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 5 February 2020
- ↑ Gangtok Climatological Table 1971–2000. India Meteorological Department. ციტირების თარიღი: 5 February 2020