შინაარსზე გადასვლა

ლჰასა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ლჰასა
ལྷ་ས་
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
რეგიონი ტიბეტი
შიდა დაყოფა Lhasa District, Lhünzhub County, Damxung County, Nyêmo County, Qüxü County, Doilungdêqên District, Dagzê District და Maizhokunggar County
კოორდინატები 29°39′00″ ჩ. გ. 91°07′00″ ა. გ. / 29.65000° ჩ. გ. 91.11667° ა. გ. / 29.65000; 91.11667
დაარსდა 633
ფართობი 53 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3,650
მოსახლეობა 373 000 კაცი (2009)
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 850000
საფოსტო ინდექსი 850000
ოფიციალური საიტი https://www.lasa.gov.cn/, http://www.lasa.gov.cn/english/ და http://www.lasa.gov.cn/tibetan/
ლჰასა — ჩინეთი
ლჰასა

ლჰასა (ლასა) (ტიბეტ. ལྷ་ས་; ჩინ. 拉萨) — ტიბეტის ისტორიული დედაქალაქი, ამჟამად არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შემადგენლობაში მყოფი ტიბეტის ავტონომიური რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი გაშენებულია ჯიჩუს (მდინარე ბრაჰმაპუტრის შენაკადი) ხეობაში, ტიბეტის მთიანეთში, ზღვის დონიდან 3650 მეტრ სიმაღლეზე. 2009 წლის მონაცემებით მოსახლეობა შეადგენს 373 000 ადამიანს. ლჰასის მიდამოები ტიბეტის მთიანეთის მთავარი სასოფლო-სამეურნეო რაიონია.

ლჰასის დაარსებას მიაწერენ ტიბეტის პირველი სახელმწიფოს დამაარსებელს სრონძანგამბოს, რომელმაც დედაქალაქი იარლუნგის ხეობიდან აქ გადმოიტანა. XV-XVII საუკუნეებში ლჰასა ტიბეტის საერო და სასულიერო ცენტრი გახდა, რაც დაკავშირებული იყო დალაი-ლამის ხელისუფლების დამკვიდრებასთან. ქალაქის კონცენტრულ გეგმას საფუძვლად უდევს წრიული გზები. პირველი შიგა გზა მიემართება ჯოკანგის მონასტრისკენ (641-450) მეორე (პაკორი) გარს უვლის მონასტრის ირგვლივ განლაგებულ სავაჭრო ცენტრს, მესამე (ლინკორი) — ძველ ქალაქს. რადიალურად განლაგებული ქუჩები განაშენიანებულია ალიზის 1-2 სართულიანი ბანიანი სახლებით. ლჰასის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია სასახლე-სიმაგრე პოტალა, რომელიც ცნობილია VII საუკუნიდან, ხოლო თანამედროვე სახე მას XVI-XVIII საუკუნეებში მიეცა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]