შინაარსზე გადასვლა

აქტეონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აქტეონი თავის ძაღლებთან

აქტეონი (ძვ. ბერძნ. Άκτέων ან Άκταίων, ლათ. Actaeon), ბერძნული მითოლოგიაში მონადირე ჭაბუკი, თებეს მეფის კადმეს შვილიშვილი, ქირონის მოწაფე. ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ მიხედვით, მან კითერონის ტყეში ნადირობისას შემთხვევით დაინახა მობანავე არტემიდა. განრისხებულმა ქალღმერთმა აქტეონი ირმად აქცია და მისსავე ძაღლებს დააგლეჯინა. სხვა ვერსიით, აქტეონი სემელეს სიყვარულში შეეცილა ზევსს და ზევსის რისხვამ დაღუპა. აქტეონის ირმად გადაქცევის სცენა გამოხატულია არმაზისხევის II საუკუნის სამარხში ნაპოვნ გემაზე.