შინაარსზე გადასვლა

აქსიომა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აქსიომა (ბერძ. tà tôn progónon axiómata = აღიარებული დებულება) — ეპისტემოლოგიაში დებულებაა, რომლის ჭეშმარიტება თავისთავად ცხადია, უეჭველია და დასაბუთება არ სჭირდება. ტერმინი „აქსიომა“ არისტოტელეს მიეწერება. მის დროს ეს ტერმინი მეცნიერებიდან სასაუბრო ენაშიც შევიდა, როგორც თავისთავად ცხადი დებულების სინონიმი.

დედუქციურ მეცნიერებაში აქსიომას დისციპლინის საწყის დებულებას უწოდებენ. სიცხადისა და სიმარტივის გამო ამ დისციპლინაში იგი მართებულობის დაუმტკიცებლად ჭეშმარიტადაა მიჩნეული.

ლოგიკასა და მათემატიკაში აქსიომა უეჭველი სიმართლე შესაძლოა არ იყოს, არამედ უფრო ფორმალური ლოგიკური გამოხატულებაა დედუქციური მტკიცებისა, რომელიც გარკვეულ შედეგს იწვევს. მათემატიკაში ანსხვავებენ ორის სახის აქსიომას: ლოგიკურ აქსიომას და არა-ლოგიკურ აქსიომას.

  • Mendelson, Elliot (1987). Introduction to mathematical logic. Belmont, California: Wadsworth & Brooks. ISBN 0-534-06624-0

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აქსიომა“-დან