შინაარსზე გადასვლა

ამურსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ამურსკი
რუს. Амурск
დროშა გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ხაბაროვსკის მხარე
მუნიციპალური რაიონი ამურსკი
კოორდინატები 50°13′00″ ჩ. გ. 136°54′00″ ა. გ. / 50.21667° ჩ. გ. 136.90000° ა. გ. / 50.21667; 136.90000
დაარსდა 1958
ადრეული სახელები პადალი-ვოსტოჩნოე
ამჟამინდელი სტატუსი 1973
ფართობი 146,4[1] კმ²
ცენტრის სიმაღლე 50
კლიმატის ტიპი ზომიერი კონტინენტური, მუსონურის სიჭარბით
ოფიციალური ენა რუსული
მოსახლეობა 39 046[2] კაცი (2019)
სიმჭიდროვე 269,28 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა რუსები (87%), ნანაელები (10%) და სხვ.
სასაათო სარტყელი UTC+10
სატელეფონო კოდი +7 42142
საფოსტო ინდექსი 682640,
ОПС1-682641,
ОПС3-682643,
ОПС4-682644,
ОПС5-682645
ოფიციალური საიტი https://amursk.ru
ამურსკი — რუსეთი
ამურსკი

ამურსკი[3] (რუს. Амурск) — ქალაქი რუსეთში, ხაბაროვსკის მხარის სამხრეთ ნაწილში, ამურსკის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 39 046 მცხოვრები (2019).[2] მდებარეობს შუა ამურის დაბლობზე, მდინარე ამურზე, რკინიგზის სადგურ მილკიდან 16 კმ-ში. დაარსდა 1958 წელს, როგორც ამურის კომსომოლსკის სამრეწველო თანამგზავრი. 1973 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი. ქალაქში არის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ავიაციის საწარმოო გაერთიანება (თვითმფრინავების და სხვ. წარმოება), „ამურმაშ“ (აკუმულატორებისა და სხვ. წარმოება), „ვიმპელ“ (სპეცპროდუქცია სახელმწიფო შეკვეთებზე, სახალხო მოხმარების საქონელი), ცელულოზა-მუყაოსი და ავეჯ-ხის დასამუშავებელი კომბინატები, ქარხანა „პოლიმერ“ და სხვ. საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა ცელულოზა-ქაღალდის ტექნიკუმი,[4] რომელსაც 1997 წელს შეეცვალა სახელიც და სპეციალიზაციაც და ეწოდა სამრეწველო-ეკონომიკური.[5]

  1. Концепция развития туризма в поселении «Поселок Амурск» на 2011-2013 годы. — Администрация городского поселения. 2010
  2. 2.0 2.1 Численность населения Хабаровского края по муниципальным образованиям на 1 января 2019 года[მკვდარი ბმული]
  3. ელერდაშვილი ა., ამურსკი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
  4. Амурск // Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия 1969—1978.
  5. История становления Амурского целлюлозно - бумажного техникума