შინაარსზე გადასვლა

ალგარვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რეგიონი
ალგარვი
Algarve

ალგარვის რეგიონი პორტუგალიაში
ქვეყანა პორტუგალიის დროშა პორტუგალია
კოორდინატები 37°00′52″ ჩ. გ. 7°56′07″ დ. გ. / 37.01444° ჩ. გ. 7.93528° დ. გ. / 37.01444; -7.93528
ფართობი 5,412 კმ²
ოფიციალური ენა პორტუგალიური ენა
მოსახლეობა 458,734 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+0, ზაფხულში UTC+1
ოფიციალური საიტი http://www.algarvepromotion.pt/
ალგარვი — პორტუგალია
ალგარვი

ალგარვი (პორტ. Algarve; [aɫˈɡaɾv(ɨ)] არაბ. الغرب, ალ გარბ, ნიშნავს "დასავლეთს") — პორტუგალიის უკიდურესი სამხრეთი რეგიონი. რეგიონის ფართობია 5,412 კვ.კმ ხოლო მოსახლეობა დაახლოებით 458,734 ადამიანი 2010 წლის მონაცემების მიხედვით. რეგიონი შეიცავს 16 მუნიციპალიტეტს. რეგიონის ადმინისტრატიული ცენტრია ქალაქი ფარუ, სადაც განთავსებულია ფარუს საერთაშორისო აეროპორტი (FAO) და სახელმწიფო უნივერსიტეტი (ალგარვის უნივერსიტეტი). ზუსტად იგივე საზღვრებში მდებარეობდა პორტუგალიის ისტორიული პროვინცია ალგარვიც.

ალგარვის ეკონომიკაში დიდი ადგილი უკავია ტურიზმს და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს, რეგიონში წელიწადში დაახლოებით 8 მილიონი უცხოელი ტურისტი ჩადის. მეთევზეობა და მეხილეობა არის რეგიონის ეკონომიკის მეორე მნიშვნელოვანი დარგი. რეგიონში დიდი რაოდენობით მოყავთ ფორთოხალი, კაკაო, ლეღვი და ნუში.

ფარუ ალგარვის რეგიონის მთავარი ქალაქი.
დონა ანას სანაპირო ლაგოსის მუნიციპალიტეტში

რეგიონები დაყოფილია 16 მუნიციპალიტეტად:

შენიშვნა: ალგარვის რეგიონი და ფაროს რაიონი განლაგებულია ერთსა და იმავე ტერიტორიაზე .

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]