შინაარსზე გადასვლა

ადიჯე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადიჯე
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სათავე ალპები
სიგრძე 410 კმ
აუზის ფართობი 12 100 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ადიჯე ვიკისაწყობში

ადიჯე (იტალ. Adige; ლათ. Athesis) — მდინარე ჩრდილოეთ იტალიაში. სათავეს იღებს ალპებში, სამხრეთ ტიროლის პროვინციაში, იტალიის, ავსტრიისა და შვეიცარიის სახელმწიფო საზღვრების სიახლოვეს. მისი სიგრძე 410 კმ-ია და წარმოადგენს იტალიის მეორე უგრძეს მიდნარეს პოს შემდეგ (652 კმ).

მდინარე გამოედინება რეზიის ხელოვნური ტბიდან, რომელიც მდინარე ინის ხეობის მაღლა მდებარეობს. ეს ტბა იმითაა ცნობილი, რომ მასში მდებარეობს ეკლესიის სამრეკლო, რომელიც ერთ დროს მიტოვებულ სოფელ ალტ-გრაუნს ეკუთვნოდა, სანამ 1953 წელს სათავე წყლებს დამბით შეაგუბებდნენ და ის წყლით დაიფარებოდა.

სამრეკლო რეზიის ტბაში

ამის შემდეგ მდინარე აღმოსავლეთისკენ მიემართება და გაივლის ფინშგაუსა და მერანოს, სადაც ჩრდილოეთიდან უერთდება მდინარე პასერო. მონაკვეთს მერანოსა და ბოლცანოს შორის ეჩტალს უწოდებენ. შემდეგ ის მიემართება ბრენერის ხეობისკენ, სადაც გაივლის ქალაქებს — ტრენტოს, რევერეტოს, ვერონას, რენიაგოს. ვერონაში მდინარეზე აგებულია ჰიდროელექტროსადგური. ერთვის ადრიატიკის ზღვას.

ადიჯეს აუზის ფართობი 12 100 კმ²-ია.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: