აგევზია
აგევზია (უარყოფითი პრეფიქსიდან a-დან და ძველი ბერძნულიდან γεῦσις geûsis „გემო“) — ენის მიერ გემოვნების შეგრძნების დაკარგვა, რა დროსაც ვერ ხერხდება სიტკბოს, სიმჟავის, სიმწარის, მარილიანობის და უმამის ამოცნობა (აღნიშნავს „სასიამოვნო/არომატულ გემოს“). ზოგჯერ ის ანოსმიაში (ყნოსვის დაკარგვა) ერევათ, ვინაიდან ენას მხოლოდ ტექსტურის და ასევე ტკბილს, მჟავეს, მწარეს, მარილიანსა და უმამს შორის განსხვავების აღქმა შეუძლია, ხოლო იმის უდიდესი ნაწილი, რაც გემოვნების შეგრძნებად აღიქმება, ძირითადად სუნიდან გამომდინარეობს. ჰიპოგევზიასთან (გემოს ნაწილობრივი დაკარგვა) და დისგევზიასთან (გემოს შეცვლა ან დამახინჯება) შედარებით ჭეშმარიტი აგევზია შედარებით იშვიათია.[1]
მიზეზები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გემოვნების შეგრძნების დარღვევის ძირითადი მიზეზებია თავის ტრავმა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ტოქსიკური ნივთიერებების ზემოქმედება, იატროგენური მიზეზები, მედიკამენტები, გლოსოდინია („პირის ღრუს წვის სინდრომი“) და COVID-19.
თავის ტრავმამ შესაძლოა გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის რეგიონების დაზიანება, რომლებიც გემოვნების სტუმულების დამუშავებაში მონაწილეობენ, მათ შორის, თალამუსი, ტვინის უჯრედი და საფეთქლის წილი. მან ასევე შეიძლება გამოიწვიოს გემოს მასტიმულირებელი ნერვული გზების დაზიანება.
COVID-19
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2020 წლის აპრილში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის მასშტაბით COVID-19-ით დაავადებული 400 პაციენტიდან 88% გემოს დაკარგვას უჩიოდა (86%-ს ყნოსვის დაქვეითება აღენიშნებოდა).[2] კვლევებით დასტურდება, რომ COVID-19-ს შეუძლია გამოიწვიოს გემოვნებისა და ყნოსვის ფუნქციების დაკარგვა.[3]
ზოგიერთი კვლევის თანახმად COVID-19-ით გამოწვეულ აგევზიას (და ანოსმიას) ეფექტურად კურნავს კურკუმას 1000 მილიგრამიანი დანამატი.[4]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Taste Disorders. ციტირების თარიღი: 30 November 2018
- ↑ Lechien JR, Chiesa-Estomba CM, De Siati DR, Horoi M, Le Bon SD, Rodriguez A, et al. (August 2020). „Olfactory and gustatory dysfunctions as a clinical presentation of mild-to-moderate forms of the coronavirus disease (COVID-19): a multicenter European study“. European Archives of Oto-Rhino-Laryngology. 277 (8): 2251–2261. doi:10.1007/s00405-020-05965-1. PMC 7134551. PMID 32253535.
- ↑ Vaira LA, Salzano G, Deiana G, De Riu G (July 2020). „Anosmia and Ageusia: Common Findings in COVID-19 Patients“. The Laryngoscope. 130 (7): 1787. doi:10.1002/lary.28692. PMC 7228304. PMID 32237238.
- ↑ Chabot A, Huntwork M P (September 08, 2021). Turmeric as a Possible Treatment for COVID-19-Induced Anosmia and Ageusia. Cureus 13(9): e17829. doi:10.7759/cureus.17829 PMID: 34660038