შინაარსზე გადასვლა

Џ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კირილური ასო „Џ“
Џџ
სახელწოდება
Џ:
CYRILLIC CAPITAL LETTER DZHE
џ:
CYRILLIC SMALL LETTER DZHE
უნიკოდი
Џ:
U+040F
џ:
U+045F
HTML-კოდი
Џ:
Џ ანЏ
џ:
џ ან џ
ასო „Џ-ს“ სურათი
ვიკისაწყობი ასო „Џ“

Џ, џ (IPA გამოთქმა /ɖʐ/ , /dʒ/) — კირილური დამწერლობის ასო. ის თანხმოვანია. გამოიყენება სერბულ, მაკედონურ და აფხაზურ ენებში. წარმოითქმება, როგორც ქართული „ჯ“.

როგორც ცნობილია, სერბეთი მოიხმარს ორ, კირილურსა (ე. წ. ჩირილიცას) და ლათინურ (ე. წ. ლატინიცას) ანბანს, ანუ ჟურნალ-გაზეთები სერბეთში ორ ანბანზე იბეჭდება. ხორვატულში, ლატინიცაზე მას შეესაბამება დიგრაფი Dž, dž. მაგ.; (კირილ.) Џорџиjа = (ლათ.) Džordžija [ჯორჯია], ან (კირილ.) џез = (ლათ.) džez [ჯეზ]

რაც შეეხება აფხაზურს, ამ ენას გააჩნია ორნაირი, ე. წ. მაგარი და რბილი . მაგარ -ს გამოსახავენ ასე — Џ, џ, ხოლო რბილი გამოისახება შემდეგ ასოთა კომბინირებით — Џь, џь. მაგ.; аџыр [აჯირ] — ფოლადი. аџыш [აჯიშ] ნიორი, მაგრამ абџьар [აბჯ’არ] — იარაღი.

გამოიყენება მონტენეგრულ ენაში.

დამატებითი ინფორმაცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნული ასო გამოიყენება შემდეგ ენებში:

# ენები რიგითი
ნომერი
IPA
გამოთქმა
ენათა ჯგუფი
1 სერბული ენა 29 /dʒ/ სლავური ენა
2 მაკედონური ენა 30 /dʒ/ სლავური ენა
3 აფხაზური ენა 61 /dʐ/ კავკასიური ენა

Jahić, Dževad; Halilović, Senahid; Palić, Ismail; Gramatika Bosanskoga Jezika. Urednik izdanija prof. Redžo Čaušević. Glavni i odgovorni urednik: dr. Hasnija Muratagić. Zenica: Dom Štampe, 2000.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Џ&oldid=4093177“-დან