მთავარი გვერდი

რჩეული სტატია

ფერენც (ფრანც) ლისტირომანტიზმის ეპოქის უნგრელი კომპოზიტორი, ვირტუოზი პიანისტი და პედაგოგი. ექვს ათწლეულზე მეტ დროში შექმნილი ნამუშევრებით, იგი მიიჩნევა თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნაყოფიერ კომპოზიტორად და დღემდე პოპულარულია თანამედროვე საფორტეპიანო რეპერტუარში. ლისტმა, როგორც პიანისტმა, თავისი ვირტუოზული შესაძლებლობებით ევროპაში სახელი ადრეულ მეცხრამეტე საუკუნეში გაითქვა. იგი იმ დროისთვის უკვე მიიჩნეოდა ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო პიანისტად. 1830-იან და 1840-იან წლებში ლისტი ევროპაში კონცერტების ჩასატარებლად მოგზაურობდა და ხშირად ქველმოქმედებისთვის უკრავდა. ცხოვრების ამ პერიოდში, ლისტმა თავისი გამორჩეული შესრულებითა და ფიზიკური მიმზიდველობით რეპუტაცია შეიქმნა. მისმა თაყვანისმცემლებმა გამოავლინეს ისტერიული ქმედებებისა და რეაქციის ფენომენი, ლისტომანია, რაც მისი წინამორბედი ვირტუოზების შემთხვევაში არასდროს მომხდარა. როდესაც ადრეული შემსრულებლები მხოლოდ ზედა კლასს ემსახურებოდნენ, ლისტმა მოიზიდა უმეტესწილად უბრალო ადამიანებისგან შემდგარი აუდიტორია. ლისტი მეგობრობდა და მფარველობდა თავისი დროის მრავალ კომპოზიტორს. ლისტი ახალი გერმანული სკოლის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო. მისმა ვრცელმა და მრავალფეროვანმა ნამუშევრებმა გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე და განჭვრიტა XX საუკუნის იდეები და მიმართულებები. ლისტის მუსიკალურ წვლილს შორისაა: სიმფონიური პოემა, თემატური ტრანსფორმაციის შემუშავება, როგორც მუსიკალური ფორმის ექსპერიმენტების ნაწილი, და რადიკალური ინოვაციები ჰარმონიაში. ლისტი ასევე მიიჩნევა მუსიკალური იმპრესიონიზმის მამად.

დღის სტატია

ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი — ბრიტანული იმპერიის ორდენის კავალერი. სამხრეთ აფრიკაში დაბადებული ინგლისელი ფილოლოგი, მწერალი და პროფესორი, რომელიც უფრო მეტად ცნობილია, როგორც წიგნების „ჰობიტი“ და „ბეჭდების მბრძანებელი“ ავტორი. იგი იყო ანგლო-საქსონური ენის (1925-1945 წლებში) მკვლევარი და პროფესორი ოქსფორდის უნივერსიტეტში და ინგლისური ენისა და ლიტერატურის პროფესორი (1945-1959). ტოლკინი იყო ლიტერატორთა მცირე ჯგუფ „ინკლინგების“ წევრი.

დღის სურათი

14 ნოემბერი — ამ დღეს...

მარინერ-9
მარინერ-9
  • 1851 : ჰერმან მელვილის რომანი მობი-დიკი გამოქვეყნდა ნიუ-იორკში.
  • 1896 : ნიაგარის ჩანჩქერზე ჰიდროელექტროსადგური ამუშავდა.
  • 1908 : ალბერტ აინშტაინმა სინათლის კვანტური თეორია წარმოადგინა.
  • 1925 : პარიზში სიურრეალისტების ნამუშევრების პირველი გამოფენა გაიხსნა.
  • 1971 : მარინერ 9-მ (სურათზე) მარსს მიაღწია და პირველი კოსმოსური ხომალდი გახდა, რომელმაც სხვა პლანეტის ორბიტას შემოუფრინა.
  • 1994 : ლა-მანშის გვირაბით პარიზი და ლონდონი დაუკავშირდა ერთმანეთს.
  • 2002 : არგენტინა მსოფლიო ბანკის $805 მილიონიან გადასახადზე დეფოლტს აცხადებს.
  • 2009 : ფილიპინელი მოკრივე მანი პაქიაო ამარცხებს პუერტორიკოელ მიგელ კოტოს და პირველი მოკრივე ხდება, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა შვიდ სხვადასხვა წონით კატეგორიაში.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი
    ენა