მაია სანდუ (მოლდ. Maia Sandu, დ. 24 მაისი, 1972, რისიპენი, ფალეშტის რაიონი, მოლდავეთის სსრ, სსრკ) — მოლდოველი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. მოლდოვის პრეზიდენტი 2020 წლის 24 დეკემბრიდან. მოლდოვის პრემიერ-მინისტრი 2019 წლის 8 ივნისიდან 14 ნოემბრამდე. განათლების მინისტრი 2012-2015 წლებში. ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი.

მაია სანდუ
მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა24 დეკემბერი, 2020
წინამორბედიიგორ დოდონი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
8 ივნისი, 2019 – 14 ნოემბერი, 2019
პრეზიდენტიიგორ დოდონი
წინამორბედიპაველ ფილიპი
მემკვიდრეიონ კიკუ

მოლდოვის განათლების მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
24 ივლისი, 2012 – 30 ივლისი, 2015
პრეზიდენტინიკოლაე ტიმოფტი
წინამორბედიმიხაილ შლიახტიცკი
მემკვიდრეკორინა ფუსუ

დაბადებული24 მაისი, 1972 (1972-05-24) (52 წლის)
რისიპენი, ფალეშტის რაიონი, მოლდავეთის სსრ, სსრკ
პროფესიაეკონომისტი
საქმიანობაპოლიტიკოსი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მაია სანდუ დაიბადა 1972 წლის 24 მაისს ფალეშტის რაიონის სოფელ რისიპენში, გრიგორი და ემილი სანდუების ოჯახში.

1995-1998 წლებში სწავლობდა საერთაშორისო ურთიერთობებს სახელმწიფო მართვის აკადემიაში. 2010 წელს დაასრულა ჯონ კენედის სახელობის ჰარვარდის სახელმწიფო მართვის ინსტიტუტი. 2012 წელს დანიშნეს განათლების მინისტრად.

2016 წელს იყო ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი. პირველ ტურში მიიღო ხმების 38,71 % და დაიკავა მეორე ადგილი. მეორე ტურში მიიღო ხმების 47,89 % და კვლავ მეორე ადგილი დაიკავა.

2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დაამარცხა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი[1] და თანამდებობას დაიკავებს 2020 წლის 23 დეკემბერს.

დასაოჯახებელია. ფლობს რუმინულ, ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მოლდოვის ცენტრალური საარჩევნოი კომისია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-11-17. ციტირების თარიღი: 2020-11-16.