ზღვისმამლისებრნი (ლათ. Triglidae) — თევზების ოჯახი სკორპენისნაირთა რიგისა. თითისტარისებრი სხეული დაფარული აქვთ წვრილი ქერცლით,[1] ზოგჯერ ძვლოვანი ფირფიტების 1–2 რიგით, თავი — ძვლოვანი, ზოგჯერ ფარისებრი ფირფიტებით.[2] მკერდის წინა 3 სხივი გარდაქმნილია მოძრაობის, შეხებისა და გემოვნების ორგანოებად;[1] ეს თითისებრი გამონაზარდები გრუნტზე ცოცვაში და საკვების ძიებაში ეხმარება. ცნობილია რამდენიმე გვარი და 40-ზე მეტი სახეობა.[2] გავრცელებული არიან ფართოდ,[1] უმეტესად ორივე ნახევარსფეროს ტროპიკულ და ზომიერ წყლებში.[2] საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე ყველგან გვხვდებიან.[1] შავი ზღვისთვის ყველაზე მეტად ტიპურია ყვითელი ზღვის მამალი (Chelidonichthys lucerna). სქესობრივ სიმწიფეს 3–4 წლის ასაკში აღწევენ. ქვირითობენ ზაფხულში, ნაყოფიერება 200–300 ათასი ცალია. ქვირითი პელაგიურია. ზღვის მამლები ფსკერის მტაცებლები არიან. გააჩნიათ სარეწაო ნიშვნელობა.[2] ჩვენში მცირე სარეწაო მნიშვნელობა აქვთ.[1]

ზღვისმამლისებრნი

ყვითელი ზღვის მამალი (Chelidonichthys lucerna)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  სკორპენისნაირნი
ოჯახი:  ზღვისმამლისებრნი
ლათინური სახელი
Triglidae (Rafinesque, 1815)
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 ზღვისმამლისებრნი // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 550.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Котляр А. Н. Тригловые // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 389.