დონალდ ტრამპი

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი

დონალდ ჯონ ტრამპი (ინგლ. Donald John Trump; დ. 14 ივნისი, 1946, ნიუ-იორკი, აშშ) — ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე, აშშ-ის არჩეული, 47-ე პრეზიდენტი – მოვალეობის შესრულებას შეუდგება 2025 წლის 20 იანვრიდან.

დონალდ ტრამპი
ინგლ. Donald Trump
დონალდ ტრამპი ინგლ. Donald Trump
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა20 იანვარი, 2025
წინამორბედიჯო ბაიდენი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 იანვარი, 2017 – 20 იანვარი, 2021
ვიცე-პრეზიდენტი  მაიკ პენსი
წინამორბედიბარაკ ობამა
მემკვიდრეჯო ბაიდენი

დაბადებული14 ივნისი, 1946 (1946-06-14) (78 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ-ის დროშა აშშ
ეროვნება ამერიკელი
პოლიტიკური პარტიარესპუბლიკელი (1987–99; 2009–დღემდე)
დემოკრატი (2001–09)[1]
რეფორმის პარტია (1999–2000)[2]
მამაფრედ ტრამპი
მეუღლემელანია ტრამპი (2005–დღემდე)
მარლა მეიპლზი (1993–99)
ივანა ტრამპი (1977–92)
შვილებიივანკა, ტიფანი, ერიკი, დონალდ უმცროსი, ბარონი
განათლებაფორდჰემის უნივერსიტეტი
პენსილვანიის უნივერსიტეტი (მ.ბ.)
რელიგიაპროტესტანტი
ხელმოწერა

დონალდ ტრამპი ჰოლდინგური The Trump Organization-ის თავმჯდომარე და პრეზიდენტია, რომელიც შექმნილია ტრამპის უძრავი ქონებისა და სხვადასხვა ბიზნეს-ინტერესებისათვის. მისი თქმით, პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე, იგი კომპანიაში თანამდებობას დატოვებს. საკუთარი მოღვაწეობის მანძილზე, ტრამპს მსოფლიოს მასშტაბით აშენებული აქვს საოფისე კოშკები, სასტუმროები, სამორინეები, გოლფის მოედნები და ბრენდირებული სხვადასხვა ობიექტები.

ტრამპი დაიბადა და გაიზარდა ნიუ-იორკში. 1968 წელს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის სკოლაში. 1971 წელს მამამისის, ფრედ ტრამპისგან მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება და სამშენებლო კომპანია, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეუცვალა და The Trump Organization დაარქვა. 1996-2015 წლებში ფლობდა სილამაზის კონკურს Miss USA-ს. 2000 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რეფორმების პარტიიდან სცადა, თუმცა ხმის მიცემის დაწყებამდე კანდიდატურა მოხსნა. 2004-2015 წლებში, ტელეარხ NBC-ზე მიჰყავდა რეალითი სატელევიზიო სერიალი The Apprentice. 2016 წელს, „Forbes“-ის მილიონერთა სიაში ტრამპი მსოფლიო მასშტაბით 324-ე ადგილს იკავებს, აშშ-ში კი 156-ე პოზიციას.

2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა და სწრაფად იქცა კანდიდატობისთვის მებრძოლ რეალურ კანდიდატად თავისი პარტიიდან. 2016 წლის მაისში, მისმა რესპუბლიკელმა კონკურენტებმა თავიანთი კამპანია შეაჩერეს და უკვე ივლისში, ტრამპი ოფიციალურად დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად 2016 წლის არჩევნებზე. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ უპრეცედენტო ყურადღება ჰპოვა მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მისი მრავალი განცხადება ინტერვიუებში, Twitter-ზე და უშუალოდ კამპანიის დროს, საკამათო ან ყალბი აღმოჩნდა.

ტრამპის პლატფორმა მოიცავს აშშ-ჩინეთის ხელშეკრულებების გადახედვას, ეწინააღმდეგება ისეთ მნიშვნელოვან სავაჭრო ხელშეკრულებებს, როგორებიცაა NAFTA და ტრანსწყნაროკეანური პარტნიორობა, საიმიგრაციო კანონმდებლობის გაძლიერება — მათ შორის, კედლის აშენება აშშ-მექსიკის საზღვარზე, ვეტერანებზე ზრუნვის პროგრამის რეფორმა, 2010 წელს განხორციელებული ჯანდაცვის რეფორმის გაუქმება და ჩანაცვლება, გადასახადების შემცირება. 2015 წლის ნოემბრის პარიზის ტერაქტების შემდეგ, ტრამპი გამოვიდა მოწოდებით დროებით აეკრძალათ მუსლიმთა იმიგრაცია აშშ-ში, მოგვიანებით კი განმარტა, რომ ეს აკრძალვა ძირითადად უნდა შეეხოს იმ ქვეყნებს, რომელთაც აშკარა ტერორიზმის ისტორია აქვთ, მანამ, სანამ პოტენციურ ტერორისტთა გამოვლენის სიტუაცია არ გაუმჯობესდება.

2012 წელს მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპი დააჯილდოვა ბრწყინვალების ორდენით.[3]

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

დონალდ ტრამპი დაიბადა ქალაქ ნიუ-იორკის ქსელურ სამეზობლო Jamaica Estate-ში.[4] ჰყავდა ოთხი და-ძმა, სამი მათგანი, მარიანა, ელისაბედი და რობერტი დღემდე ცოცხლები არიან, ხოლო უფროსი ძმა, ფრედ უმცროსი 1981 წელს ალკოჰოლური სასმელების მიღებით გარდაიცვალა. ტრამპმა განაცხადა, რომ ძმის მაგალითის გამო ერიდებოდა ალკოჰოლური სასმელების დალევას ან სიგარეტის მოხმარებას.[5]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Griffith, Carson; Fischer, Molly (February 15, 2011). „President Trump? The Donald swapped party affiliations for potential presidential bid in 2009: doc“. New York Daily News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-02-18. ციტირების თარიღი: 2011-11-23.
  2. „Jesse The Body Ventura bodyslams national Reform Party“. CNN. March 13, 2000. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-26. ციტირების თარიღი: 2011-11-23.
  3. მიხეილ სააკაშვილმა დონალდ ტრამპი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
  4. Jamaica Hospital (June 14, 1946). „Certificate of Birth: Donald John Trump“ (PDF). Fox News Channel. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — April 9, 2011. ციტირების თარიღი: May 31, 2016.
  5. Horowitz, Jason (January 2, 2016). „For Donald Trump, Lessons From a Brother's Suffering“. The New York Times. ციტირების თარიღი: July 24, 2016.