შინაარსზე გადასვლა

მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

სლოვიანსკის ალყა — უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია დონეცკის ოლქის ქალაქ სლოვიანსკის დასაბრუნებლად პრორუსი აჯანყებულებისგან, რომლებმაც ქალაქი 2014 წლის 12 აპრილს დაიპყრეს. უკრაინელებმა სლოვიანსკი 2014 წლის 5 ივლისს, არტილერიისგან დაბომბვისა და მძიმე ბრძოლების შემდეგ, დაიბრუნეს. ბრძოლები სლოვიანსკში იყო პირველი დიდი სამხედრო შეტაკება პრორუს სეპარატისტებსა და უკრაინის სამთავრობო ძალებს შორის 2014 წლის ომის პირველ ეტაპზე. 2014 წლის 12 აპრილს, უკრაინის რევოლუციის შემდეგ, კალაშნიკოვის ავტომატებით შეიარაღებულმა ნიღბიანმა მამაკაცებმა დაიკავეს ქალაქის ადმინისტრაციის შენობა. ამ ადამიანებმა, რომლებიც დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დროშით თავს პრორუს მებრძოლებად აცხადებდნენ, შემდგომში მოიპოვეს კონტროლი დანარჩენ სლოვიანსკზე და დაიწყეს მისი გამაგრება. სეპარატისტების ქმედებაზე საპასუხოდ უკრაინის მთავრობამ შექმნა ანტიტერორისტული ოპერაციების ზონა (ATO) და წამოიწყო კონტრშეტევების სერია მეამბოხეების წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია დაპირისპირება და ძალადობრივი შეტაკებები. როდესაც ქალაქში დაძაბულობა გაიზარდა, აჯანყებულებმა დაიწყეს ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ტყვედ აყვანა, რამაც გამოიწვია მძევლების კრიზისი. 18 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ „სლოვიანსკი რჩება ყველაზე ცხელ წერტილად რეგიონში“. 20 აპრილს, მემარჯვენე სექტორს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ოლექსანდრ ტურჩინოვმა გასცა აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი სატელევიზიო ანძის დივერსიის მოწყობის ბრძანება, რასაც მოჰყვა პირველი საბრძოლო დანაკარგები. ივნისისთვის ქალაქის მოსახლეობის დაახლოებით 40% გაიქცა. 5 ივლისს, მას შემდეგ რაც ამბოხებულებმა დონეცკში დაიხიეს, უკრაინამ ქალაქი დაიბრუნა.

დღის სტატია

გალაპაგოსის კუნძულების რუკა
გალაპაგოსის კუნძულების რუკა
გალაპაგოსის კუნძულები (ესპ. Islas Galápagos) — არქიპელაგი წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტის დასავლეთით, სანაპიროდან 965 კილომეტრის დაშორებით. 1832 წლის 12 თებერვლიდან კუნძულები ეკუთვნის ეკვადორს, მას შემდეგ რაც ამ ქვეყანამ მათი ანექსია მოახდინა. 1535 წელს გალაპაგოსის კუნძულები აღმოაჩინა პანამის ეპისკოპოსმა ტომას დე ბერლანგამ. კუნძულები პირველად გამოჩნდა გერჰარდ მერკატორისა და აბრაჰამ ორტელიუსის რუკებზე დაახლოებით 1570 წელს. მას შემდეგ არა ერთი ექსპედიცია ეწვია გალაპაგოსს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება ჩაითვალოს 1835 წლის ევროპელი მეცნიერების ექსპედიცია, რომელთა რიგებშიც შედიოდა ახალგაზრდა ბრიტანელი ბიოლოგი ჩარლზ დარვინი.

დღის სურათი

პრაღის მეტროპოლიტენის სადგური ჰრადჩანსკა. ბაქანის კედელი მოპირკეთებულია ალუმინის დეკორით.
პრაღის მეტროპოლიტენის სადგური ჰრადჩანსკა. ბაქანის კედელი მოპირკეთებულია ალუმინის დეკორით.
პრაღის მეტროპოლიტენის სადგური ჰრადჩანსკა. ბაქანის კედელი მოპირკეთებულია ალუმინის დეკორით.

10 მარტი — ამ დღეს...

საფრანგეთის უცხოური ლეგიონის გერბი
საფრანგეთის უცხოური ლეგიონის გერბი
  • ძვ. წ. 241 : რომის რესპუბლიკამ კართაგენელები დაამარცხა ეგატის კუნძულებთან ბრძოლაში, რითაც დასრულდა პირველი პუნიკური ომი.
  • 1535 : ესპანელმა მეზღვაურებმა გალაპაგოსის კუნძულები აღმოაჩინეს.
  • 1801 : ბრიტანეთში მოსახლეობის პირველი აღწერა ჩატარდა.
  • 1831 : მეფე ლუი-ფილიპმა შექმნა საფრანგეთის უცხოური ლეგიონი (გერბი სურათზე), განყოფილება უცხოელი მოხალისეებისთვის, რომელთაც 1830 წლის ივლისის რევოლუციის შემდეგ საფრანგეთის არმიაში სამსახურის უფლება არ ჰქონდათ.
  • 1906 : ათასზე მეტი მაღაროელი დაიღუპა კურიერის მაღაროს კატასტროფაში ჩრდილოეთ საფრანგეთში, რაც ყველაზე საზარელი სამთო ავარია გახდა ევროპაში.
  • 1952 : კანონით ხელახლა არჩევის უფლების არქონის გამო, ყოფილი პრეზიდენტი ფულხენსიო ბატისტა ძალაუფლებისთვის სამხედრო გადატრიალებას აწყობს კუბაში.
  • 1982 : სიზიგიმზის სისტემის 9 პლანეტა ერთ ხაზზე დაეწყო მზის გასწვრივ.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი