შინაარსზე გადასვლა

The Doors

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

The Doors - პრომო-ფოტო
ბიოგრაფია
წარმოშობა ლოს-ანჯელესი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
აქტიური 1965–73
(გაერთიანებები: 1978, 1993, 1997, 2000, 2011)
ლეიბლ(ებ)ი
ყოფილი წევრები ჯიმ მორისონი
რეი მანზარეკი
ჯონ დენსმორი
რობი კრიგერი
საიტი thedoors.com
The Doors ვიკისაწყობში

The Doors — ამერიკული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1965 წელს ლოს-ანჯელესში, ვოკალისტ ჯიმ მორისონის, კლავიშისტ რეი მანზარეკის, გიტარისტ რობი კრიგერის და დრამერ ჯონ დენსმორის მიერ. The Doors ითვლება უნიკალურ და 1960-იანი წლების ერთ-ერთ სკანდალურ და გავლენიან როკ-ჯგუფად - როგორც მორისონის ტექსტების და ქარიზმის, ასევე მისი არაპროგნოზირებადი ქცევის გამო. 1971 წლის 3 ივლისს იგი 27 წლის ასაკში დაიღუპა. დარჩენილი წევრები ტრიოს სახით გამოდიოდნენ 1973 წლამდე.[5]

ჯგუფის სახელი მომდინარეობს ოლდოს ჰაქსლის წიგნის აღქმის კარები[6] სათაურიდან, რომელიც, თავის მხრივ, უილიამ ბლეიკის ციტატას უკავშირდება: „აღქმის კარები დაწმენდილი რომ იყოს, ყველაფერი ადამიანის წინაშე ისე წარსდგებოდა, როგორც ის სინამდვილეშია - უსასრულოდ.“[7]

1966 წელს The Doors-მა Elektra Records-თან კონტრაქტი გააფორმა და 1967-1971 წლებში რვა ალბომი გამოსცა. აქედან შვიდი მოხვდა Billboard 200-ის სათავეში და პლატინის ან უფრო მაღალი სტატუსები მოიპოვა. პირველი ალბომი იყო The Doors, რომელსაც მოჰყვა Strange Days (1967), Waiting for the Sun (1968), The Soft Parade (1969), Morrison Hotel (1970), Absolutely Live (1970) და L.A. Woman (1971). საერთო ჯამში მათ აშშ-ში მიიღეს 20 ოქროს, 14 პლატინის და 5 მულტიპლატინის ჯილდო.[8] 1971 წლის ბოლოსთვის ცნობილი იყო, რომ The Doors-მა აშშ-ში გაყიდა 4.190.457 ალბომი და 7.750.642 სინგლი.[9] აშშ-ში მათი სამი სინგლიდან თითო გაიყიდა 3 მილიონი ასლის სახით - "Light My Fire", "Hello, I Love You" და "Touch Me". მორისონის გარდაცვალების შემდეგ დარჩენილმა ტრიომ გამოუშვა Other Voices და Full Circle, კრიგერის და მანზარეკის ვოკალებით. სამი წევრი აგრეთვე მუშაობდა An American Prayer-ზე (1978), რომელზეც მორისონის საუბარი ჟღერს, ისევე, როგორც 1997 წლის ი შესულ ბოქს-სეტში "Orange County Suite"-ზე. მანზარეკი, კრიგერი და დენსმორი 2000 წელს გაერთიანდნენ და VH1-ის "Storytellers"-ში გამოვიდნენ. მათ აგრეთვე ჩაწერეს Stoned Immaculate: The Music of the Doors, სხვა მუსიკოსების მონაწილეობით.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის აქტიური კარიერა 1973 წელს დასრულდა, მათი პოპულარობა გაგრძელდა. RIAA-ს თანახმად, მხოლოდ აშშ-ში საერთო ჯამში გაიყიდა მათი 33 მილიონი ჩანაწერი[10], მსოფლიოში კი - 100 მილიონი[11], რითაც The Doors ყველა დროის ერთ-ერთი გაყიდვადი ჯგუფია.[12] იგი მოხვედრილა მრავალი გამოცემის მიერ შედგენილ საუკეთესო შემსრულებლების სიებში. Rolling Stone-მა The Doors საასახელად ყველა დროის 100 საუკეთესო შემსრულებელს შორის.[13] გამოცემის მიერ შედგენილ „ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომის“ სიაში მოხვდა ალბომები The Doors (1967), L.A. Woman (1971) და Strange Days (1967), შესაბამისად, 42-ე, 362-ე და 407-ე პოზიციებზე.

მნიშვნელოვანია, რომ The Doors იყო პირველი ამერიკული ჯგუფი, რომელმაც დააგროვა რვა ოქროს და პლატინის გრამფირფიტა.[14]

2002 წელს მანზარეკი და კრიგერი კვლავ ერთად გამოდიოდნენ, სახელით Doors of the 21st Century, ვოკალისტ იენ ესტბერის (The Cult) მონაწილეობით. დენსმორმა გადაწყვიტა, პროექტში მონაწილეობა არ მიიღო და, მორისონის მემკვიდრეებთან ერთად, დუეტს უჩივლა ჯგუფის სახელის გამოყენების გამო. დავა მის სასარგებლოდ გადაწყდა. ამიტომ, დუეტმა სახელი შეიცვალა და Riders On the Storm გახდა, მოგვიანებით კი - Manzarek-Krieger. 2013 წლამდე, მანზარეკის 74 წლის ასაკში გარდაცვალებამდე, ისინი ერთად გამოდიოდნენ.

ჯგუფი, მისი ნაშრომები და მორისონის პიროვნება ითვლება 1960-იანი წლების კონტრკულტურის ნაწილად.[15][16][17][18][19] 1993 წელს The Doors როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

The Doors-ის წარმოშობა ნაცნობების და UCLA კინოხელოვნების სკოლის სტუდენტების, ჯიმ მორისონის და რეი მანზარეკის შემთხვევითი შეხვედრის წყალობით მოხდა ვენის ბიჩში, კალიფორნია 1965 წლის ივლისში. მორისონმა მანზარეკს უთხრა, რომ სიმღერებს წერდა და უკანასკნელის წაქეზებით მორისონმა Moonlight Driveიმღერა. მორისონის სიმღერის ტექსტებით მოხიბლულმა მანზარეკმა ჯგუფის შექმნა ივარაუდა.

კლავიშზე დამკვრელი მანზარეკი თავის ძმასთან, რიკ მანზარეკთან ერთად ჯგუფ Rick and The Ravens-ში იყო, მაშინ როდესაც რობი კრიგერი და ჯონ დენსმორი The Psychedelic Rangers-ში უკრავდნენ და მანზარეკს იოგის და მედიტაციის სეანსებიდან იცნობდნენ. აგვისტოში, დენსმორი ჯგუფს შეუერთდა და The Ravens-ის წევრებთად და ბას-გიტარისტ პეტი სალივანთან ერთად ექვს სიმღერიანი დემო ჩაწერა 1965 წლის სექტემბერში. ის ფართოდ გავრცელდა არალეგალურად და მთლიანად The Doors-ის 1997 წლის ბოქს-სეტში გამოჩნდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. (დეკემბერი 2011) Encyclopedia of the Sixties: A Decade of Culture and Counterculture. ABC-CLIO, გვ. 544–. ISBN 978-0-313-32944-9. 
  2. (1977) West Coast story. Chartwell Books, გვ. 38. ISBN 978-0-89009-141-8. 
  3. Richard Wallace (18 სექტემბერი 2010). The Lazy Intellectual: Maximum Knowledge, Minimal Effort. Adams Media, გვ. 68–. ISBN 1-4405-0888-7. 
  4. Edward J. Rielly (2003). The 1960s. Greenwood Publishing Group, გვ. 170. ISBN 978-0-313-31261-8. 
  5. რულმანი, უილიამ; უნტერბერგერი, რიჩი. The Doors – Biography. Allmusic. ციტირების თარიღი: იანვარი 1, 2010.
  6. Simmonds 2008, p. 45.
  7. Blake, William (1790) The Marriage of Heaven and Hell Plate 14. William Blake Archive.
  8. Artist Tallies. RIAA.com. ციტირების თარიღი: იანვარი 31, 2012.
  9. 'Doors Sold 4,190,457 Albums': Court Report. Billboard (ჟურნალი) (დეკემბერი 18, 1971).
  10. Top Selling Artists. RIAA.
  11. Ray Manzarek, founding member of The Doors, dies at 74. CBS News (2013-05-21). ციტირების თარიღი: 2015-05-14.
  12. Quan, Denise. (2013-06-24) The Doors plan tribute concert for Ray Manzarek. CNN. ციტირების თარიღი: 2015-05-14.
  13. Manson, Marilyn. (აპრილი 15, 2004) The Immortals - The Greatest Artists of All Time: No. 41 The Doors. Rolling Stone. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-02. ციტირების თარიღი: 2015-12-10.
  14. in the official DVD ''DANCE ON FIRE, minute 49:46 features in the credits of the song RIDERS ON THE STORM: They would become the first American band to accumulate eight consecutive gold and platinum LPs. Video.yandex.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-26. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 13, 2011.
  15. Itzkoff, Dave (ნოემბერი 17, 2010). „Pardon Bid for Jim Morrison Relights Old Fires“. New York Times. ციტირების თარიღი: დეკემბერი 14, 2013.
  16. Weil, Martin (მაისი 20, 2013). „Ray Manzarek, keyboardist and founding member of The Doors, dies at 74“. Washington Post. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-16. ციტირების თარიღი: დეკემბერი 14, 2013.
  17. Diary Extra: The Doors Release Self-Titled Debut Album. 100.7 WZLX (იანვარი 4, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-19. ციტირების თარიღი: დეკემბერი 14, 2013.
  18. Ray Manzarek Biography - Facts, Birthday, Life Story. Biography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-11. ციტირების თარიღი: დეკემბერი 14, 2013.
  19. Knopper, Steve (ნოემბერი 9, 2011). „Ray Manzarek's Doors“. Chicago Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 19, 2015. ციტირების თარიღი: დეკემბერი 14, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=The_Doors&oldid=4703574“-დან